– დღემდე არ გვინახავს არც ძალადობის რომელიმე აქტის და არც ღირსების შემლახავი რომელიმე კამპანიის დაგმობა, არდაგმობა კი წახალისებაა

დღემდე არ გვინახავს არც ძალადობის რომელიმე აქტის და არც ღირსების შემლახავი რომელიმე კამპანიის დაგმობა, არდაგმობა კი წახალისებაა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ცინიზმია, ღირსება მოიყვანო სხვა ერის ცხოვრებაში ინტერვენციის საბაბად.
„რამხელა ცინიზმია, ღირსება მოიყვანო სხვა ერის ცხოვრებაში ინტერვენციის საბაბად, თან მაშინ, როდესაც ევროპული ფონდების გამოყენებით და ევროპის სახელით ფინანსდება: ფაშისტური საიტი მონა.ჯი; ზიზღით გაჟღენთილი და ღირსების შემლახავი ისტერიული თავდასხმები; მტრობის გამაღვივებელი პროპაგანდა; მოლოტოვის კოქტეილის რეკლამირება. დღემდე არ გვინახავს არც ძალადობის რომელიმე აქტის და არც ღირსების შემლახავი რომელიმე კამპანიის დაგმობა. არდაგმობა კი წახალისებაა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – დამნაშავედ ცნეს ე.წ. ფაშისტური იდეოლოგიის ჯგუფის წევრები, რომლებმაც არასრულწლოვანი დანებისა და პისტოლეტების გამოყენების მუქარით აიძულეს დამდგარიყო მუხლებზე, მიაყენეს დაზიანებები, აიძულეს ბოდიში მოეხადა „ლიდერისთვის“

გიგი წერეთელი – წარმოუდგენელია, რომ 2026 წელი დგება და ქვეყანაში პოლიტიკური და სინდისის პატიმრები გვყავს – ცუდი ვითარებაა და ეს იყო „ოცნების“ გეგმა, დაჭერების კასკადი და შიდა ბრძოლები არ მეტყველებს იმაზე, რომ მათ დიდი ძალა აქვთ