უსუფაშვილი თვლის, რომ დღეს ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტზე საუბარი არასერიოზულია

კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, დავით უსუფაშვილი ნიკა მელიას მიერ “ტვ პირველის” ეთერში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და ამბობს:
ყველას გვმართებს მზაობა, საარჩევნო ენთუზიაზმი, გამარჯვების რწმენა. თუ ეს ასე არ იქნება, თუ წავა გაუთავებელი თითის გაშვერა იქით-აქეთ, უმნიშვნელო საკითხების გამნიშვნელოვანება და შესაძლოა, ეს მოხდეს ხელისუფლების პროპაგანდისტული მანქანის ხელშეწყობით მოხდეს, მაშინ ივანიშვილი შეეცდება, ყველაზე არახელსაყრელ მომენტში გამოიჭიროს და ა, ბატონო არჩევნები. ნიკა მელია უსერიოზულესად იყო დაკავებული თემებით, რომელიც მგონია, რომ არ არის სერიოზული. მელია სერიოზული ადამიანია, ეს ხან მე მემართება, ხან მელიას, ხან ინგას, რადგან ზოგჯერ გაგვიტაცებს ხოლმე რაღაც საკითხები ჩვენ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გვგონია. ამ წუთში რაზეა ლაპარაკი, ოქტომბერში და ნოემბერში რას გავაკეთებთ იმაზე უნდა ვილაპარაკოთ, თუ მარტში და აპრილში გაერთიანებული ძალებით რას გავაკეთებთ ამაზე უნდა ვილაპარაკოთ. ამაზეა საუბარი. უნდა ვეძებოთ შეხების წერტილები. გვაერთიანებს ახალი საპარლამენტო არჩევნების მოპოვების თემა. ისე მოპოვების, რომ მოპოვებულში გამარჯვება გარანტირებული იყოს. ამას სჭირდება, რომ ხელისუფლებამ იმ გარემოს გაუარესება ვერ შეძლოს, რის გამოც დაიწერა თავის დროზე ციფრები.” ა.
ცნობისთვის, დღეს, 4 აპრილს, ნიკა მელიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, რომ გარკვეული პოლიტიკური პარტიების პოზიცია, გეგმავენ თუ არა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, არათუ გამჟღავნებულია, არამედ მათი დამოკიდებულება “სიცხადესთან ახლოსაც კი არ არის”. ნიკა მელიამ “ქართული ოცნების” პოლიტიკურ ოპონენტებს მოუწოდა, მოცემულ თემასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი მკაფიოდ დააფიქსირონ, რათა მიმდინარე პროცესებს “სიყალბის ელფერი” აღარ გასდევდეს.
პირველი მოწოდება ეხება პოლიტიკურ პარტიებს, ყველა პროდასავლურ და პროევროპულ პარტიას მოვუწოდებთ, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე გაერთიანდნენ მთავარი სამი მიზნის გარშემო – ახალი არჩევნები, პოლიტიკური და სინდისის პატიმრების გათავისუფლება და ბოიკოტი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ბუღაძე: ტიტუშკები იცავენ ნოდარ დუმბაძის პატივსა და ლიტერატურას… ყველას მაგინებელი დიტო სამხარაძე, დამგინებელი უწიგნური ყაველაშვილი და ქალებზე მოძალადე შალვა რამიშვილი იცავენ ზრდილობას ჟურნალისტისგან, და …

საბა ბრაჭველი: სამი დღე ერთ მუშტზე რომ ივიშვიშეს, აფექტში მოქნეული რომ შეიცხადეს, ნუთუ დღეს უარესად არ უნდა ბრაზობდნენ? ახლა ხომ წინასწარი განზრახვით, ჯგუფურად და ცინიკურად სცემეს ამ ქვეყნის მოქალაქეს?