ვუერთდებით 8 აპრილის აქციას – მელია

სინდისის პატიმრების ოჯახის წევრების მიერ 8 აპრილს დაგეგმილ საპროტესტო აქციაში მონაწილეობას კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელიაც მიიღებს.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, რომ მზად არის, რეჟიმის ტყვეების მშობლების ყველა ინიციატივას შეუერთდეს და ოთხ კედელში გამოკეტილ ახალგაზრდებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადოს.
მორალური უპირატესობა მათ მხარეს არის. როდესაც შენ ოთხ კედელში უკანონოდ ხარ გამოკეტილი, გაძლიერებს. საკუთარ მაგალითზე შემიძლია გითხრათ ეს. პირველ რიგში, პოლიტიკოსებმა კეთილი უნდა ვინებოთ და ვიყოთ მკაფიოები საკუთარ გადაწყვეტილებებში და ყველა პროცესში უნდა შევიტანოთ სიცხადე. ჩვენ ვუერთდებით 8 აპრილის აქციას, ყველა ინიციატივაში მივიღებთ მონაწილეობას, თუკი რაიმე განსაკუთრებული მიუღებლობა არ იქნება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე”. – განაცხადა ნიკა მელიამ.
ცნობისთვის, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნიან. მათი თქმით, 8 აპრილს გმირთა მემორიალთან შეიკრიბებიან და ღამეს გაათენებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია