ნინო ქადაგიძე – პროფესიული სირთულეების მიღმა მოსამართლეებს ბოლო პერიოდში მუშაობა უწევთ გამუდმებული ბულინგის, შეურაცხყოფის პირობებში და ამ ყველაფერს დაემატა უკვე შანტაჟის ენით საუბარიც

ნაცვლად იმისა, რომ სასამართლო ფოკუსირდეს მართლმსაჯულებისთვის მეტად მნიშვნელოვან და პრობლემატურ საკითხებზე, ჩვენ სამწუხაროდ, წლებია, გვიწევს ბრძოლა სასამართლოს, ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის შენარჩუნების თვალსაზრისით, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მ უზენაეს სასამართლოში განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოსამართლეებსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდა.
როგორც ნინო ქადაგიძემ აღნიშნა, პროფესიული სირთულეების მიღმა მოსამართლეებს ბოლო პერიოდში მუშაობა უწევთ გამუდმებული ბულინგის, შეურაცხყოფის პირობებში და ამ ყველაფერს დაემატა უკვე შანტაჟის ენით საუბარიც.
„პირადად ჩემი და საერთო სასამართლოების სახელით მინდა, უღრმესი პატივისცემა დავუდასტურო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ს, მადლობა ვუთხრა მას უზენაეს სასამართლოში მობრძანებისთვის. ჩემი კოლეგები დამეთანხმებიან, რომ მეტადრე უფრო სასიხარულო იქნებოდა ჩვენთვის ბატონ ირაკლისთან საუბარი და დისკუსია გვქონოდა მართლმსაჯულებისათვის საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ კვლავაც გვიწევს იმ სირთულეებზე საუბარი, რომელიც წლებია, გრძელდება სასამართლოსთან მიმართებაში და რომელიც უხეშად ლახავს, როგორც სასამართლოს დამოუკიდებლობას, ისე თითოეული ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას. ნაცვლად იმისა, რომ სასამართლო ფოკუსირდეს მართლმსაჯულებისთვის მეტად მნიშვნელოვან და პრობლემატურ საკითხებზე, ჩვენ სამწუხაროდ, წლებია, გვიწევს ბრძოლა სასამართლოს, ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის შენარჩუნების თვალსაზრისით. პროფესიული სირთულეების მიღმა იცით, რომ ჩვენს კოლეგებს ბოლო პერიოდში მუშაობა უწევთ გამუდმებული ბულინგის, შეურაცხყოფის პირობებში და ამ ბოლო პერიოდში ამ ყველაფერს დაემატა უკვე შანტაჟის ენით საუბარი. მე სამწუხაროდ, სხვა შესატყვისი სიტყვა ვერ გამოვძებნე იმ ვითარების დასაფიქსირებლად, რაც ამ ბოლო პერიოდში ჩვენ გარშემო ვითარდება“, – განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ოლექსი რეზნიკოვი – ზელენსკის აქვს განსაკუთრებული ქარიზმა, ქიმია, დაარწმუნოს პრემიერ-მინისტრები, პრეზიდენტები, მეფეები და მსოფლიოს სხვა ლიდერები, მოუსმინონ და პატივი სცენ – უკრაინას ძალიან გაუმართლა!

ოლექსი რეზნიკოვი – ოვალურ კაბინეტში ცნობილი შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა თავი შუამავლად მოიხსენია – თუ მან ეს როლი აირჩია, რატომ უნდა ვაცნობოთ შუამავალს, უკრაინა რის გაკეთებას აპირებს?

ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკას, ევროპას და ყველას მთელ მსოფლიოში შეუძლია ერთად შეაჩეროს ეს ომი რუსეთზე ზეწოლით – თუ ვინმე ზეწოლას არ ახდენს და ომს მეტ დროს აძლევს სიცოცხლის შესაწირად, ეს თანამონაწილეობა და პასუხისმგებლობაა

მამუკა ხაზარაძე მოსამართლეს – წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ სასამართლოში? ადამიანი, რომელიც არაკანონიერი კომისიის თავმდჯომარეა, ადამიანი, რომელმაც მისი თანაშემწის „სიგნალის“ „ჩათით“ დამიბარა, მოდიო – ჩემი დაქალია თუ ვინაა, ვერ გავიგე?!