კახაბერ გულედანი – ახალ გამოწვევებს, ახალ პასუხისმგებლობას შევეცდები გუნდთან ერთად ღირსეულად გავართვა თავი

ახალ გამოწვევებს, ახალ პასუხისმგებლობას შევეცდები გუნდთან ერთად ღირსეულად გავართვა თავი, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, კახაბერ გულედანმა განაცხადა.
მან პრემიერს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერს ნდობისთვის. ეს ნდობა მანიჭებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას. ამ ახალ გამოწვევებს, ამ ახალ პასუხისმგებლობას შევეცდები გუნდთან ერთად ღირსეულად გავართვა თავი“,-აღნიშნა გულედანმა.
ინფორმაციისთვის, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას, გრიგოლ ლილუაშვილის ნაცვლად კახაბერ გულედანი დაიკავებს.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, „გრიგოლ ლილუაშვილთან კონსულტაციების შედეგად გაირკვა, რომ არსებობდა განსხვავებული მიდგომები სამინისტროს საქმიანობის პრინციპებთან, მათ შორის სამინისტროში გასატარებელ საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით“.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”