ჩინეთი აშშ-დან იმპორტირებულ საქონელზე 34%-იან, საპასუხო ტარიფებს აწესებს

ჩინეთმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატებიდან იმპორტირებულ ყველა საქონელზე 34%-იან, საპასუხო ტარიფებს დააწესებს, – ინფორმაციას CNN-ი ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს სატარიფო კომისიის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საპასუხო ტარიფები 10 აპრილიდან შევა ძალაში.
-ის ეს პრაქტიკა არ შეესაბამება საერთაშორისო სავაჭრო წესებს, სერიოზულად უთხრის ძირს ჩინეთის ლეგიტიმურ უფლებებსა და ინტერესებს და ტიპური ცალმხრივი ბულინგის პრაქტიკაა“, – ნათქვამია კომისიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, ოთხშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ ყველა სახის ჩინურ საქონელზე დამატებითი 34%-იანი ტარიფები გამოაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – 1-ელი აგვისტო ყველას თავის ნამდვილ და სამუდამო სახელს დაარქმევს – ჩვენ, ვინც მზია ამაღლობელის მხარეზე ვართ, სამართლისთვის ვიბრძვით – ამაყნი ვართ, ასეთი ძლიერი და მართალი ქალის გვერდში რომ ვართ

მამუკა ხაზარაძე ანდრო ჭიჭინაძესა და ვეფხია კასრაძეს – ანდრო, ეს ბრძოლაა, რომელსაც შენნაირ კაცებთან ერთად ჩვენი ქვეყანა აუცილებლად მოიგებს! – ვეფხო, თავისუფლება ლომთა ხვედრია, ეს შენ არაერთხელ დაგიმტკიცებია სამშობლოსთვის ბრძოლაში