განსხვავებული მიდგომები აქვს – ლილუაშვილის მინისტრად დანიშვნა გადაიფიქრეს

სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს ივანიშვილის რეჟიმი ახალი სამინისტროს ხელმძღვანელად აღარ დანიშნავს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
“რამდენიმე დღის წინ, საპარლამენტო უმრავლესობასთან კონსულტაციების საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს შექმნის შესახებ. გარდა ამისა, განვაცხადეთ, რომ აღნიშნულ თანამდებობას ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი დაიკავებდა, გასულ დღეებში ჩვენ გვქონდა კონსულტაციები გრიგოლ ლილუაშვილთან და გაირკვა, რომ მას ჰქონდა განსხვავებული მიდგომები სამინისტროს საქმიანობის პრინციპებთან, მათ შორის, სამინისტროში გასატარებელ საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი აღარ დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდენობას, ამ გადაწყვეტილებამდე მივედით ჩვენ ერთობლივად. მინისტრად დაინიშნება კახაბერ გულედანი.”

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტანტინე ნაცვლიშვილი: ეხლა რაც ხდება საქართველოში გასცდა ძალაუფლებით აღჭურვილი ქაჯობის თუ ქაჯების მიერ გარემოს ან გნებავთ ქვეყნის კოლონიზაციას და მივიღეთ ქაჯების კულტურული ჰეგემონია

დავით ზურაბიშვილი: ქართველი ვარო რომ იძახი, ეროვნული, მართლმადიდებელი, დედა-ეკლესიას ვიცავ, ოჯახურ ფასეულობებს და ტრადიციებსო, ქალი ქალიაო, კაცი კაციაო და ა. შ. რომ გკითხოს კაცმა, აფხაზეთი და სამაჩაბლოც გტკივა და აღმაშენებლით ამაყობ…