მარკ რუტე – ისე გვჭირდება ნატო, როგორც არასდროს

ამ ორი დღის დისკუსიებიდან მიღებული კონსენსუსი არის ის, რომ მაშინ, როცა მსოფლიო უფრო და უფრო სახიფათო ხდება, ისე გვჭირდება ნატო, როგორც არასდროს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ნატო-ს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეალური საფრთხე ემუქრება.
„ყველაზე პირდაპირი რუსეთისგან, მაგრამ სხვებისგანაც, სახელმწიფოსგან თუ არასახელმწიფოსგან ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, აღმოსავლეთის ფლანგსა და კიბერსივრცეში – როგორი გამოწვევების წინაშეც არ უნდა ვიდგეთ, უნდა დავრწმუნდეთ, რომ გვაქვს ძალები და შესაძლებლობები, რათა შევაკავოთ აგრესია და დავიცვათ თავი, თუ ვინმე თავდასხმის განხორციელების შეცდომას დაუშვებს“, – აღნიშნა რუტემ.
მისი თქმით, მთელი ალიანსისთვის ნათელია, რომ გრძელვადიან საფრთხეს წარმოადგენს, თუნდაც რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომი დასრულდეს.
რუტემ ხაზი გაუსვა, რომ „რუსეთთან დაკავშირებით გულუბრყვილო არავინაა“, მაგრამ აღნიშნა, რომ „ომის დასრულების შესახებ მოსკოვთან მოლაპარაკებები აუცილებელია“.

ასევე დაგაინტერესებთ

მამა საბა გაზდელიანი – ვისაც არ მიეცა შესაძლებლობა, მიახლოებოდა პატრიარქს, შესაძლებლობა ექნებათ, მსვლელობის დროს დაემშვიდობონ – დამონტაჟებული იქნება მონიტორებიც და ხმის გამაძლიერებლები, რომ პირდაპირ ეთერში იხილოთ დაკრძალვის ცერემონია

ნიკა გვარამია – პატრიარქის დამკრძალავი კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უნგრეთიდან აკოორდინირებს დაკრძალვის პროცედურებს? 2 დღე ვერ მოიცადა კაცმა, საქართველოშიც კი არ გაჩერდა, ორბანთან გაიქცა, იქნებ ამერიკელებს დამალაპარაკოსო

ირაკლი კობახიძე – ვიმედოვნებთ, რომ მეზობელ რეგიონებში მშვიდობა მალე აღდგება და სამხედრო დაპირისპირებას დიალოგი ჩაანაცვლებს – საქართველოს სტაბილურობა შემთხვევითი არ არის, ეს გააზრებული და პრაგმატული პოლიტიკის შედეგია