სააკაშვილს ახლა ამოცანა უდგას, “ნაციონალური მოძრაობა” კონტროლის ქვეშ ჰყავდეს – ირაკლი ქადაგიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ეცდება, დისტანცირება მოახდინოს “ნაციონალური მოძრაობისა” და მიხეილ სააკაშვილისგან.
როგორც ქადაგიშვილმა განმარტა, წინასაარჩევნოდ ყველა ოპოზიციური პარტია შეეცდება ამომრჩეველს თავი მოაწონოს, აქედან გამომდინარე, ის ფიქრობს, რომ გახშირდება “ნაციონალური მოძრაობის” დამგმობი განცხადებებიც.
“სააკაშვილს ახლა ამოცანა უდგას, რომ მარტივ მამრავლებად დაშლილი “ნაციონალური მოძრაობა” კონტროლის ქვეშ ჰყავდეს. ოპოზიცია ახლა არანაირ ერთობაზე არ ფიქრობს, მათი ყველა ნაწილი საკუთარი ტყავის გადარჩენაზე ფიქრობს. ამიტომ, ის რაც 3 წლის წინათ სააკაშვილით დაწყებული იყო წმინდა, დღეს იქნება საგინებელი. ვითარებას ბოლომდე ვეღარ აკონტროლებს, ამიტომ სთავაზობს ამ კომიტეტის შექმნას, რომელიც იქნება პოლიტიკური პარტიების ზემდგომი კიდევ ერთი ორგანო. ეს არის სააკაშვილის მცდელობა რამენაირად კონტროლი დაიბრუნოს, თუმცა, როგორც ჩანს ეს აღარ გამოუვა. მისი ციხეში გადაყვანის მოთხოვნა სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ უკვე მათ ინტერესებში აღარ არის,”- აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა