“გოლდენ სტეიტმა” “ლეიკერსი” დაამარცხა

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ცენტრალური შეხვედრა ლოს ანჯელესში, ადგილობრივ “ლეიკერსსა” და სან ფრანცისკოულ “გოლდენ სტეიტ უორიორსს” შორის გაიმართა, მატჩი “უორიორსის” გამარჯვებით 123:116 დასრულდა.
გამარჯვებულთა მხრიდან საუკეთესო კვლავაც სტეფ კარი გახლდათ, რომელმაც თავი 37 ქულით, 3 მოხსნითა და 6 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
სტეფს მხარი ბრანდინ პოძიემსკიმ აუბა, რომელმაც გუნდს 28 ქულა, 8 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.
სათადარიგო სკამიდან ჯონათან კუმინგამ აქტივში 18 ქულა, 9 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება ჩაიწერა.
რუი ჰაჩიმურას ანგარიშზე 24 ქულა, ხოლო ლუკა დონჩიჩის – 19 ქულა გახლდათ.
დასავლეთ კონფერენციაში რეგულარული სეზონის დასრულებამდე სიტუაცია დაიძაბა, “ლეიკერსს” 46 მოგება და 30 მარცხი აქვს, რითაც მე-4 ადგილს იკავებს, მომდევნო მატჩს 5 აპრილს, საკუთარ არენაზე “ნიუ ორლეანს პელიკანსთან” გამართავს, რაც შეეხება “გოლდენ სტეიტს”, “ოქროს შტატელები” 45 გამარჯვებითა და 31 წაგებით იმავე დასავლეთში მე-5 პოზიციაზე იმყოფებიან, ხვალ გამთენიისას კი “დენვერ ნაგეტსს” უმასპინძლებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში