მოულოდნელი გადაწყვეტილება – ოსიმენმა თავის მომავალზე ისაუბრა

“ნაპოლის” საკუთრებაში მყოფმა და “გალათასარაიში” იჯარით მოთამაშე ვიქტორ ოსიმენმა თავისი მომავალის შესახებ ისაუბრა.
თურქეთის თასის 1/4-ფინალურ სუპერ დაძაბულ შეხვედრაში მისმა გუნდმა საძულველ მეტოქე “ფენერბაჰჩეს” 2:1 სძლია, ნიგერიელმა კი, რომელმაც აღნიშნულ დაპირისპირებაში დუბლი მიითვალა, მატჩის შემდეგ მოულოდნელი განცხადება გააკეთა და “გალათასარაიში” დარჩენაზე მიანიშნა.
“რომ არა ჩემი თანაგუნდელები, ამ გოლებს ვერ გავიტანდი. მინდა, იმ დიდი სიყვარულისთვის, რომელსაც ჩემს მიმართ ამ გუნდის ფანები იჩენენ, სამაგიერო კარგი თამაშით გადავუხადო.
ჩემი მომავალი? – მინდა, რომ თამაში აქ გავაგრძელო”, – ციტირებს ვიქტორს თურქული მედია.
საინტერესოა, რომ ოსიმენის
სახელს საუდის არაბეთის კლუბებს კვლავ აქტიურად უკავშირებენ და იტალიელმა ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ დღეს დაწერა, რომ ორი არაბული კლუბი მზადაა, ზაფხულში ნიგერიელი გამოისყიდოს.
რაც შეეხება ევროპის კონტინენტს, აქ ფეხბურთელის გადაბირების მთავარ მოსურნედ “მანჩესტერ იუნაიტედს” ასახელებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში