რუსებმა ხარკოვს დრონებით დაარტყეს, დაიღუპა 3 ადამიანი, 34 კი – დაშავდა

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვს დრონებით შეუტიეს, დაიღუპა 3 ადამიანი, 34 კი – დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მაშველები აგრძელებენ ნანგრევების გაწმენდას, რომლის ქვეშაც შესაძლოა ადამიანები იმყოფებოდნენ.
ხარკოვის საოლქო პროკურატურის პრესსპიკერის, დიმიტრი ჩუბენკოს განცხადებით, დრონებით ექვსი დარტყმა ხარკოვის ნოვობავარსკის რაიონში განხორციელდა.
პროკურატურის ინფორმაციით, ერთ-ერთი დარტყმის ადგილზე უპილოტო საფრენი აპარატი პირდაპირ ორსართულიან საცხოვრებელ კორპუსში მოხვდა – შედეგად ერთი სადარბაზო მთლიანად დაინგრა, ხოლო შენობის ნახევარი ჩამოინგრა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: თბილისის მერობის კანდიდატად წარმოგიდგენთ ნამდვილ ჩემპიონს, ჩემპიონს ამ სიტყვის პირდაპირი და არაპირდაპირი მნიშვნელობით, ჩვენი კანდიდატი არის ჩემპიონი პოლიტიკოსი, მმართველი და პატრიოტი

ირაკლი კუპრაძე კითხვაზე, თუ ვერ დადებენ იმ შედეგს, რისი მოლოდინიც აქვთ, მზად არიან თუ არა ბოდიშის მოსახდელად – ბრძოლის გამო უნდა მოვიხადო ბოდიში? ამის გამო არ მოვიხდი, ბოდიში მოიხადონ მათ, ვისაც ფოკუსი აქვს გასასწორებელი

ირაკლი კობახიძე – სახელმწიფო იყო აბსოლუტურად მართალი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” მიმართ – ვერც ერთი ინვესტორი ვერ მოიზიდეს, ნაცვლად ამისა, დაიწყეს დავა სახელმწიფოსთან და სცადეს ხალხის ფულის მითვისება