კომისიის სხდომაზე დადგინდა, რომ ჩვენს სამხედროებს ჰქონდათ მაღალპროფესიული გეგმა, რომელიც კეზერაშვილმა, მერაბიშვილმა და სააკაშვილმა ნაგავში ჩააგდეს და ომი აწარმოებს თავიანთი პოლიტიკური ხედვებით, რაც არის დანაშაული

კომისიის სხდომაზე დადგინდა, რომ ჩვენს სამხედროებს ჰქონდათ მაღალპროფესიული გეგმა, რომელიც კეზერაშვილმა, მერაბიშვილმა და სააკაშვილმა ნაგავში ჩააგდეს და ომი აწარმოებს თავიანთი პოლიტიკური ხედვებით, რაც არის დანაშაული
კომისიის სხდომაზე დადგინდა, რომ ჩვენს სამხედროებს ჰქონდათ მაღალპროფესიული გეგმა, ისე რომ ცხინვალში არ შესულიყვნენ, ის რომ აეცილებინათ მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლი. ეს გეგმა კეზერაშვილმა, მერაბიშვილმა და სააკაშვილმა გვერდზე გადადეს, ნაგავში ჩააგდეს და ომი აწარმოებს თავიანთი პოლიტიკური ხედვებით, რაც არის დანაშაული, – განაცხადა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის“ ხელმძღვანელმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
„რატომ არ არის ანწუხელიძე დღეს სახლში?! რატომ არ არის უშანგი სოფრომაძე თავის ცოლ-შვილთან?! მე მაქვს ამ კითხვის დასმის უფლება. რატომ ჩაიხოცა და დახვრიტეს სეპარატისტებმა და ოკუპანტმა სახელმწიფომ ჩვენი მოხუცები და მშვიდობიანი მოქალაქეები?! კითხვის დასმის უფლება ყველას აქვს, მაგრამ პრობლემა მათთვის [ოპოზიცია] იმაშია, რომ როგორც კი შეკითხვას დასვამ შენ ხარ რუსი, თუ გაქვს განსხვავებული აზრი – ხარ რუსი. გასაგებია, რომ ეს მათი აზრია, მაგრამ ჩვენი აზრი არის ის, რომ ჩვენ გვაინტერესებს პოლიტიკური სიმართლე, რომ ყველა მაშინდელ პოლიტიკური თანამდებობის პირს დაერქვას სახელი და მიეზღვას ის, რაც მისაზღვევია და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა თაობამ იცოდეს სიმართლე და იცოდნენ, რომ როდესაც ისინი მოვლენ ხელისუფლებაში, ჯარს პოლიტიკოსის მხრიდან მოფრთხილება სჭირდება და არა სათამაშოდ ქცევა, იცოდნენ რომ, სამშობლოს დაცვა არც კაცს და არც ქალს ამ ქვეყანაში არ უჭირს და არ ეზარება, მაგრამ ეს რეალურად რაღაც მიზანს უნდა ემსახურებოდეს და არა შლეგი პრეზიდენტის პიარულ, გაუაზრებელ გეგმებს, რადგან, როგორც ირკვევა ეს ყველაფერი იყო ჯარის და მოქალაქეების გაწირვა სააკაშვილის მხრიდან საკუთარი პიარისთვის ჩაფიქრებული“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

საარჩევნო კამპანიის დასკვნით ეტაპზე, ბრიტანეთის ელჩმა ერთ-ერთ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელიც სრულად მიუძღვნა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ კამპანიას – ამგვარი უპატივცემულობა, დიპლომატის პროფესიული ეთიკის დარღვევაა

9 აპრილის მემორიალთან სპექტაკლის გამმართავებმა ბოლოს ვეღარ მოითმინეს და იქ ლგბტ თემის დაცვის ლოზუნგებით გამოვიდნენ – ცხადია, რომ ეს ძალა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის აზრს არ ასახავს

10 აპრილი, 2025 წელი, იარაღი – სანქცია, ობიექტი – საქართველოს დამოუკიდებლობა; ადამიანების ეკონომიკური თავისუფლება. მორალი: სიტყვა დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას არ ნიშნავს, ყველა უცხო ქვეყანას თუ ძალას მოიცავს!