აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაკეთებული განცხადება უფრო ძველი ინერციის შედეგია, ვიდრე იმის, რომ ახალმა ადმინისტრაციამ უკვე მოახერხა საქართველოში არსებული ვითარების შეფასება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაკეთებული განცხადება უფრო ძველი ინერციის შედეგია, ვიდრე იმის, რომ ახალმა ადმინისტრაციამ უკვე მოახერხა საქართველოში არსებული ვითარების შეფასება
-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლოდროინდელი განცხადება საქართველოს შესახებ ზოგადი და ორაზროვანია. ერთადერთი ნაწილი, რაც ამ განცხადებაში ნეგატიურია, არის საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის შესახებ. თუმცა ეს დემოკრატიული უკუსვლა ფაქტებით და არგუმენტებით არ დასტურდება“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაკეთებული განცხადება უფრო ძველი ინერციის შედეგია, ვიდრე იმის, რომ ახალმა ადმინისტრაციამ უკვე მოახერხა საქართველოში არსებული ვითარების შეფასება.
„საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით, რომლებიც დემოკრატიის განვითარებას აფასებენ სხვადასხვა ქვეყანაში, საქართველო მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს. ბოლო 12 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა 30-40 პოზიციით დაწინაურებულია ისეთ მაჩვენებლებში, როგორიცაა: სამოქალაქო თავისუფლება, სასამართლოს დამოუკიდებლობა, პოლიტიკური უფლებები, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა და ა.შ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაკეთებული განცხადება უფრო ძველი ინერციის შედეგია, ვიდრე იმის, რომ ახალმა ადმინისტრაციამ უკვე მოახერხა საქართველოში არსებული ვითარების შეფასება. მით უმეტეს, დღეს რასაც ვხედავთ, არის ის, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის საზრუნავია ამერიკის უპირველესი ინტერესების დაცვა და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დასრულება. ამ კონტექსტში კი, როგორც ჩანს, მათი მხრიდან საქართველოსთვის ჯეროვანი ყურადღების დათმობა ვერ მოხერხდა“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

9 აპრილის მემორიალთან სპექტაკლის გამმართავებმა ბოლოს ვეღარ მოითმინეს და იქ ლგბტ თემის დაცვის ლოზუნგებით გამოვიდნენ – ცხადია, რომ ეს ძალა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის აზრს არ ასახავს

10 აპრილი, 2025 წელი, იარაღი – სანქცია, ობიექტი – საქართველოს დამოუკიდებლობა; ადამიანების ეკონომიკური თავისუფლება. მორალი: სიტყვა დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას არ ნიშნავს, ყველა უცხო ქვეყანას თუ ძალას მოიცავს!