შეშფოთებულები ვართ საქართველოში მიღებული შემზღუდავი კანონებით-გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში მიღებული შემზღუდავი კანონების და რეგულაციების გამო და საქართველოს მოუწოდებს, “შეასრულოს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ვალდებულებები.”
ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
ჩვენ შეშფოთებულები ვართ ამ კვირაში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული შემზღუდავი კანონებითა და რეგულაციებით, რომლებიც აძლიერებენ უკვე არსებულ რისკებს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების, თანასწორობასა და სამოქალაქო სივრცესთან დაკავშირებით და ახშობენ პოლიტიკურ პლურალიზმს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, შეასრულოს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ვალდებულებები“, -წერია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ბოკერია – საბჭოთა ბოლშევიკებისა და „ქართული ოცნების“ რიტორიკას შორის პირდაპირი პარალელია – არ არის გამორიცხული, შემდგომი ნაბიჯი იყოს ივანიშვილის დასანქცირება, ეს დამოკიდებულია ხელისუფლებაზე

დავით უსუფაშვილი – „ოცნებამ“ საქართველო დაასანქცირა – ეს არის თავგზააბნეული ადამიანების ჯგუფი, რომელთაც საკვებად აქვთ თავისივე შეთხზული ზღაპრები – მგონი, კობახიძე „უცხო ძალაში“ საკუთარ თავს გულისხმობდა, სხვა ვინ ბატონობს?