ჩემი საქმე არ არის სააკაშვილის ციხეში გადაყვანა მოვითხოვო, ეს არასდროს მომითხოვია და არც მომავალში მოვითხოვ – იაგო ხვიჩია

ჩემი საქმე არ არის, რომ ს ციხეში გადაყვანა მოვითხოვო. ეს არც არასდროს მომითხოვია და არც მომავალში მოვითხოვ, – ამის შესახებ პარტია “გირჩის, ლიდერმა, მ განაცხადა, რითაც პარტია “საქართველოსთვის” წევრების მოთხოვნას გამოეხმაურა. გიორგი გახარიას გუნდის წევრები ხელისუფლებას მოუწოდებენ, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში გადაიყვანონ.
ხვიჩიას თქმით, პოლიტიკოსების საქმე არ არის, პატიმრის ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანა.
“ჩემი საქმე არ არის მოვითხოვო მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანა, არასდროს ეს არ მომითხოვია და არც მომავალში მოვითხოვ. მგონია, რომ ჩვენი, პოლიტიკოსების საქმე არ არის პატიმრის ერთი დაწესებულებიდან მეორე დაწესებულებაში გადაყვანა.
ადამიანი, რომელიც ციხეში ზის, ზოგადად, გაჭირვებულად მიიჩნევა. გაჭირვებულ ადამიანზე კიდევ წიხლის მიჭერა, რომ შენ აქ კი არა უარეს ციხეში უნდა იჯდე, არ მგონია სწორი,” – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

შევკრიბეთ ემიგრანტების და საქართველოში მცხოვრებლების ჯარი, მათ შორის, აფხაზეთში ნაომარი ხალხიც არის, აგვისტოს ომში ნაომარი ხალხიც არის, ავღანეთშიც და უკრაინაშიც – აქტივისტი ნანა სანდერი

პაატა ბურჭულაძის დაანონსებული რევოლუცია როგორი შეიძლება გამოვიდეს, თავადაც შეგიძლიათ იმსჯელოთ, მაგრამ ვიქნებით ყურადღებით და ყველას მინდა, მივცე პირობა – თუ ვინმე დააპირებს კანონის დარღვევას, ყველა კანონის მთელი სიმკაცრით მიიღებს პასუხს