“რეიმსის” მწვრთნელი: პსჟ-სთან ტრავმაის ჩაყენება მოგვიწევს

საფრანგეთის თასის ნახევარფინალში “რეიმსმა” რანგით მეოთხე დივიზიიონის “კანი” 2:1 დაამარცხა და 24 მაისს, ფინალში პსჟ-ს დაუპირისპირდება. მატჩის შემდეგ კომენტარი “რეიმსის” მწვრთნელმა სამბა დიავარამ გააკეთა:
“ამ სეზონში “პარი სენ ჟერმენს” ორჯერ ვეთამაშეთ 1:1. ბევრი ამბობდა, რომ ავტობუსი ჩავაყენეთ. შესაძლოა, “სტად დე ფრანსზე” ტრავმაის ან რაღაც მაგის მაგვარის ჩაყენება მოგვიწევს.
ჩემი აზრით, ეს გუნდი სხვა პლანეტიდანაა. პსჟ-ს ჩვენთვის ხელსაყრელ დროს შევხდით: ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ და შემდეგ. თუ ცოტა გაგვიმართლებს, ლიგა 1-ში პლეი-ოფის შეხვედრების გარეშე დავრჩებით, ისინი კი იმედია, ჩემპიონთა ლიგის ფინალში
გავლენ.
ამჟამად პსჟ-ს ლიგა 1-ში კონკურენტი არ ჰყავს. უძლეველნი არიან. მათ მაღალ დონეში “ლივერპულთან” დაპირისპირებებშიც დავრწმუნდით, მაგრამ ჩვენი ფინალი ორი თვის შემდეგ გაიმართება და იქამდე ბევრი წყალი ჩაივლის”.
შეგახსენებთ, პარიზულ გუნდში ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი სწორედ “რეიმსთან” შედგა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში