უეფას 49-ე კონგრესი და აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრა ბელგრადში

3 აპრილს, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში უეფას 49-ე კონგრესი გაიმართა. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის წევრი ფედერაციის ხელმძღვანელებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს. კონგრესის ფარგლებში გაიმართა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის და ფიფას საბჭოს წევრების .
კონგრესს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და ტექნიკური დირექეტორი ზაზა ზამთარაძე ესწრებოდნენ.
უეფას კონგრესის ფარგლებში, ორგანიზაციის წევრი 55 ქვეყნის ფედერაციის წარმომადგენლებს გასული წლების ფინანსური ანგარიში წარუდგინეს, რის შემდეგაც კონგრესმა ახალი ბიუჯეტი დაამტკიცა.
კონგრესამდე, 2 აპრილს, სერბეთის დედაქალაქში
უეფას აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სფფ-ის პრეზიდენტმა და უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრმა ლევან კობიაშვილმა.
GFF.GE

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში