დავით ასათიანი ირაკლი კობახიძეს შეხვდა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ს შეხვდა. ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.
ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, შეხვედრის თემა „ადვოკატთა პროფესიის დაცვის შესახებ“ კონვენცია იყო, რომელიც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ახლახან დაამტკიცა.
დავით ასათიანი პრემიერ მინისტრს კონვენციის მნიშვნელობაზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის პირველი და ისტორიული დოკუმენტი ევროპის მასშტაბით ადვოკატთა უფლებების გაძლიერებისა და მათი საქმიანობის თავისუფლების გარანტიების მიმართულებით.
„პრემიერ მინისტრთან შეხვედრამ ვფიქრობ, კონსტრუქციულად და ნაყოფიერად ჩაიარა. ვისაუბრეთ კონვენციის მნიშვნელობასა და საქართველოში მისი რატიფიცირების აუცილებლობაზე. კონვენციაზე ხელის მოწერის ცერემონია ლუქსემბურგში, მაისში გაიმართება და მე მაქვს ოპტიმისტური მოლოდინი, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი იქნება ხელმომწერ სახელმწიფოთა შორის“, -აღნიშნა დავით ასათიანმა.
მათივე ცნობით, „ადვოკატთა პროფესიის დაცვის შესახებ კონვენციის“ ტექსტი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 12 მარტს დაამტკიცა. შეთანხმება, რომელიც ადვოკატთა უფლებების გაძლიერებასა და მათი საქმიანობის თავისუფლების გარანტიებს ითვალისწინებს უპრეცედენტოა და ადვოკატთა პროფესიული დამოუკიდებლობის განმტკიცების კუთხით უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ინსტრუმენტს წარმოადგენს.
ჩვენს ქვეყანაში კონვენციის რატიფიცირება ადვოკატთა პროფესიული დამოუკიდებლობისა და გაძლიერების გზით, ხელს შეუწყობს სამართლის უზენაესობის განმტკიცებას, სამართლიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფასა და ადვოკატთა როლის აღიარებას დემოკრატიულ საზოგადოებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ტუმასიანი: ვთხოვ ჩვენს მედიას, არ და აღარ გამოიყენოთ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის დამრღვევი და კონფლიქტის ეპოქის ტერმინი ე.წ. “ზანგეზურის დერეფანი”. შეერთებულმა შტატებმა სწორედ ამ მავნებელი ორი სიტყვის გამო შეიმუშავეს ახალი სახელი

კეროლინ ლევიტი – არსებობს სანქციები, რომელთა გამოყენებაც დონალდ ტრამპს შეუძლია, თუ საჭიროება იქნება, თუმცა ყოველთვის ამბობს, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად მის მთავარ გზას დიპლომატია და მოლაპარაკებები წარმოადგენს

ნარკოდანაშაულში ბრალდებული თედო აბრამოვი მოსამართლეს – დილის ექვს საათამდე ვერ დავიძინე იმაზე ფიქრში, რა ხდება ქვეყანაში და რა ხდება ჩემს თავს, საგიჟეთია – ერთს ვითხოვ, სამართლიანი გადაწყვეტილება იყოს მიღებული, უდანაშაულო ვარ