უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ყოფნა 3 წლის ნაცვლად 1 წლით შეეძლებათ

უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ყოფნა 3 წლის ნაცვლად 1 წლით შეეძლებათ. შესაბამისი დადგენილება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გამოსცა.
„უკრაინის მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით ყოფნის უფლება. უკრაინის იმ მოქალაქეებს, რომლებიც 2025 წლის 24 თებერვლამდე შემოვიდნენ და იმყოფებოდნენ საქართველოში, ყოფნის უფლება გაუგრძელდეთ 2026 წლის 24 თებერვლამდე,“ – აღნიშნულია დადგენილებაში.
ცნობისთვის, 2024 წლის 23 აპრილის პრემიერ-მინისტრის დადგენილების მიხედვით, უკრაინის მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზოდ შემოსვლის და ყოფნის ვადები 3 წლამდე გაიზარდა. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებამდე, უკრაინელებს საქართველოში უვიზოდ ყოფნა ერთი წლის ვადით შეეძლოთ.

ასევე დაგაინტერესებთ

“გარდა იმისა, რომ ელემენტარულად არაჰუმანურია იმ პროცედურის სტიგმატიზება, რომელიც ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ისედაც მძიმეა ყველასთვის, გასათვალისწინებელია, რომ ორსულობის შეწყვეტა ხშირად სამედიცინო ჩვენებითაა განპირობებული და აუცილებლობას წარმოადგენს”