თინა ბურჯალიანი, ზურაბ ადეიშვილის მოადგილე, რომელიც სტრასბურგში ჩამობრძანდა, წარსდგა სასამართლოს წინაშე და ამტკიცებდა ისე, რომ არ რცხვენოდა, თურმე, მაყვლის ეკალ-ბარდებზე გადაჩეხილა სანდრო გირგვლიანი

თინა ბურჯალიანი, ზურაბ ადეიშვილის მოადგილე, რომელიც სტრასბურგში ჩამობრძანდა, წარსდგა სასამართლოს წინაშე და ამტკიცებდა ისე, რომ არ რცხვენოდა, თურმე, მაყვლის ეკალ-ბარდებზე გადაჩეხილა სანდრო გირგვლიანი
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულ კახა დაბრუნდაშვილს მიმართა, რომელიც, კუდ-ის იმდროინდელი მაღალჩინოსნების, დათა ახალაიას, ოლეგ მელნიკოვის, გერონტი ალანიასა და სხვების მიერ მასა და მის მეგობარ ვამეხ აბულაშვილზე ძალადობის საქმის შესახებ საუბრობდა.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, დაბრუნდაშვილი და აბულაშვილი იმავე ხევში წაიყვანეს საცემად, სადაც ოთხი თვის შემდეგ, 2006 წლის იანვრის ბოლოს, სანდრო გირგვლიანი იპოვეს.
მისივე განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში შეტანილ საჩივარში ეწერა, რომ გირგვლიანი ხევში თავისით აღმოჩნდა და ეკალ-ბარდებზე გადაიჩეხა, რასაც მაშინდელი იუსტიციის მინისტრის მოადგილე, თინა ბურჯალიანიც ამტკიცებდა.
„ეს იგივე ხევია, სადაც სანდრო გირგვლიანი აღმოჩნდება თქვენს შემდეგ, ოთხი თვის თავზე, 2006 წლის იანვრის ბოლოს. სტრასბურგის სასამართლოში როდესაც ეს საქმე შემოვა, იქ წერია, რომ სანდრო გირგვლიანი, თურმე, ამ ხევში თავისით აღმოჩნდა, ეკალ-ბარდებზე გადაიჩეხა. ქალბატონი თინა ბურჯალიანი, იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის მოადგილე, რომელიც სტრასბურგში ჩამობრძანდა, წარსდგა სასამართლოს წინაშე, მე ვიყავი ამის მოწმე, იქ ვმუშაობდი, ამტკიცებდა ისე, რომ არ რცხვენოდა, რომ თურმე, მაყვლის ეკალ-ბარდებზე გადაჩეხილა სანდრო გირგვლიანი ამ ხევში სადაც თქვენ ჰყვებით, რომ ოთხი თვით ადრე გაგისწორდნენ ფიზიკურად და ასე მიაყენა თავის თავს უნებლიეთ ის ჭრილობები, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია.“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.
Previous: მე გავხდი პირველი ჯგუფის ინვალიდი, შეძენილი ეპილეფსია მაქვს, გულყრები, რაც მანამდე არ მქონდა. ვამეხიმ თვალი დაკარგა, ჯანმრთელობა აქვს მომსპარი, ნამდვილად არ გვეგონა თუ საერთოდ გაივლიდა. ორივე გაგვხადეს შშმ პირები

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს