მაღლაფერიძემ ხმა მაღლაფერიძეს მისცა – იგი სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს

8 მომხრე 3 წინააღმდეგი – საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ კვლავ აირჩიეს.
ვასილ მაღლაფერიძე, რომელსაც პირველი არხიდან გათავისუფლებული თანამშრომლები “ქართული ოცნების” პოლიტიკის გატარებაში ამხელენ, საბჭოს თავმჯდომარეობის ერთადერთი კანდიდატი იყო. მისი კანდიდატურა ბონდო მძინარაშვილმა წარადგინა.
საკუთარ კანდიდატურას მხარი თავად ვასილ მაღლაფერიძემაც დაუჭირა.
მე არ ვხსნი ჩემს კანდიდატურას და ამით პატივისცემას გამოვხატავ კოლეგების მიმართ, მეც მივცემ საკუთარ თავს ხმას, რომ არ დავიმალო ბუჩქებში და არ გამოვიდეს, რომ „იცი, რა ხალხის თხოვნით არის“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
საბჭოს წევრები, რომლებმაც ვასილ მაღლაფერიძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირეს, ლაშა ტუღუში, ლიკა ბასილაია-შავგულიძე და ზაზა აბაშიძე არიან.
კენჭისყრის პროცედურის პარალელურად, პირველი არხის შენობის გარეთ საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. პროტესტის რეჟიმში გადასული მოქალაქეები საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ ვასილ მაღლაფერიძის მეორე ვადით დანიშვნას ხმაურით შეხვდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის პრესსპიკერის მხრიდან, ქართველი ხალხის ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, “რუსულის” იარლიყის მიკერების ტაქტიკის გამოყენება, თავისთავად პასუხია ბევრ რამეზე

პაატა ზაქარეიშვილი – ხაბეიშვილის განცხადება აბსურდული და საშიშია, გამარჯვების შემთხვევაში წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს გავძარცვავთ, ან ფულს გადავუხდითო, ანუ ვიქნებით ბანდიტების ხროვა – მივმართავ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტელექტუალურ ფრთას, გააჩუმონ!