“იმედი მაქვს, მალე რუსეთს საფეხბურთო სამყაროში დავაბრუნებთ”- FIFA-ს პრეზიდენტი

FIFA-ს პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ UEFA-ს ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში რუსეთის საფეხბურთო ნაკრების შესახებ ისაუბრა.
ინფანტინოს თქმით, მას იმედი აქვს, რომ უახლოეს პერიოდში რუსეთის ნაკრები საერთაშორისო ტურნირებზე მალე დაბრუნდება.
“ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ფეხბურთი ხალხისა და ქვეყნების გასაერთიანებლად გამოვიყენოთ. დღესდღეობით ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ, რომ მხარეებმა მოლაპარაკებები დაიწყონ.
უკრაინაში მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებები მიდის. მე იმედი მაქვს, რომ მალე ახალ ფურცელზე გადავალთ და რუსეთს საფეხბურთო სამყაროში დავაბრუნებთ”, – განაცხადა ინფანტინომ.
შეგახსენებთ, რუსეთის ნაკრებსა და რუსულ კლუბებს, 2022 წლის თებერვლის თვიდან, საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობის მიღება
განუსაზღვრელი ვადით აეკრძალათ.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში