მიხეილ სააკაშვილმა შპს „ლისი ლეიქ დეველოპმენტს“ პირდაპირი მიყიდვის წესით გადასცა ჩემზე ჩამორთმეული ქონებაც და ის, რაც იყო ლისის ტბაზე განკარგული

მიხეილ სააკაშვილმა შპს „ლისი ლეიქ დეველოპმენტს“ პირდაპირი მიყიდვის წესით გადასცა ჩემზე ჩამორთმეული ქონებაც და ის, რაც იყო ლისის ტბაზე განკარგული
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” დროს დაზარალებულმა, ლისის ტბის ყოფილმა მფლობელმა რამაზ ახვლედიანმა ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილმა მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ჰოლანდიელი ბობ მეიერის მიერ შექმნილ შპს „ლისი ლეიქ დეველოპმენტს“ პირდაპირი მიყიდვის წესით გადასცა მასზე ჩამორთმეული ქონება, გამარტივებული პირობებით და ბინათმშენებლობის უფლებით. მისივე თქმით, მ შემდგომ ის ლიცენზიაც მოსთხოვა, რომელიც შემდგომი საქმიანობის საშუალებას მისცემდა დაზარალებულს.
„2010 წელს მიხეილ სააკაშვილმა მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ჰოლანდიელი ბობ მეიერის მიერ შექმნილ შპს „ლისი ლეიქ დეველოპმენტს“ პირდაპირი მიყიდვის წესით გადასცა ჩემზე ჩამორთმეული ქონებაც და ის, რაც იყო ლისის ტბაზე განკარგული. მაგრამ რა თქმა უნდა ბევრად უკეთესი პირობებით, იქ არც ლისის ტბის გადარჩენაზე იყო და მის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე ვალდებულება, ასევე საბაგირო გვქონდა ჩვენ ვალდებულებაში, ნუცუბიძის პლატოდან ამოდიოდა ზემოთ და ესეც მოუხსნა.
ანუ მე მინდა ვთქვა, რომ ძალიან გამარტივდა მათთვის ეს შემდგომი ბიზნესი და გარდა მაგისა, მე როგორც აღვნიშნე, სატყეო ტერიტორიებზე მხოლოდ და მხოლოდ შეიძლებოდა, კანონი იყო ასეთი, განვითარებულიყო სარეკრეაციო მიზნით, როგორც ხედავთ მიეცა მაშინ უფლება, რომ ბინათმშენებლობისთვის გამოეყენებინა და რასაც წარმატებით ახორციელებს და ღმერთმა ხელი მოუმართოს ეს მისი საკითხებია, უბრალოდ მე გამაღიზიანა ერთმა რამ, რომ 2012 წელს, როცა უკვე ეს ქონებაც გადაეცა, როცა ეს დაპირებებიც აღარ იყო საჭირო – რამაზ ნუ ნერვიულობ ჩვენ ისევ რამეს ერთად შევძლებთ, მისი წარმომადგენელი დამიკავშირდა და მითხრა, რომ ლიცენზია, ტბაზე რომელიც მქონდა და გარემოს დაცვით ნებართვა გადამეცა იმ კომპანიისთვის, რომელიც მათ შექმნეს და ის გააგრძელებდა შემდგომში მუშაობას.
რაც გამიკვირდა და ვუთხარი, მამუკა რაც მქონდა ყველაფერი წამართვეს, დამრჩა ერთი ეს ლიცენზია, რომლითაც აქ შემიძლია ვისარგებლო ვითანამშრომლო და შემდგომ განვითარებაზე ვიფიქრო. გაეცინა და მითხრა არაუშავსო, ჩვენებთან დაილაპარაკეო და ნახეო. ამ დალაპარაკება დალაპარაკებაში უკვე მეილიც კი მომივიდა შემდგომში, რომ ყველაფერი შეთანხმებული გვაქვს და გთხოვთ წარადგინოთ თქვენი დოკუმენტაცია გარემოს დაცვის სამინისტროში, რომ შემდგომში გადაეცეს სხვა კომპანიას“, – განაცხადა რამაზ ახვლედიანმა.
Previous: კეზერაშვილის მოადგილე გელოვანმა მითხრა, თუ დღეს ღამის 11 საათამდე არ გექნება დაწერილი განცხადება, შენთან ერთად მეც დამაპატიმრებს და ამის გამკეთებელიაო – ასეთი თავხედობა როგორ გყოფნის, ხომ იცი, ა ამ საკითხით დაინტერესებულიო

ასევე დაგაინტერესებთ

არაბიზაცია არის ტყუილი, რაც ჩვენ ფაქტებით დავადასტურეთ, ინვესტიცია არის უპრეცედენტო, 11 მილიარდის ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ხელშეკრულების შინაარსი მთლიანად ცნობილია საზოგადოებისთვის, დანარჩენი არის სპეკულაციები

რასაც უწოდებდნენ ნატოს ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში, ეს იყო ორპირი ქარის პოლიტიკა, როგორც ედუარდ შევარდნაძე იტყოდა, ამ ორპირ ქარში მოჰყვა ორი ქვეყანა სამჯერ – ერთხელ ეს იყო საქართველო 2008 წელს და ორჯერ – უკრაინა, დღეს ვხედავთ, რომ აშშ-ი ფიქრობს ამ პოლიტიკის გადახედვაზე

ჩვენი გაცხადებული მიზანია, მათ შორის კონსტიტუციური ამოცანაა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ამ პირობებში, სუბიექტურადაც ვართ დაინტერესებული, რომ ევროკავშირში შემობრუნდეს ის უარყოფითი ტენდენციები დადებითისკენ, რომელიც დღეს აბსოლუტურად თვალსაჩინოა და რაზეც აშშ-ის ადმინისტრაცია ღიად საუბრობს

არ არსებობს არავითარი არასამთავრობო ორგანიზაციები, არსებობს მხოლოდ უცხოური მთავრობების მიერ საქართველოში ინტერვენციისთვის დაფინანსებული კონკრეტული ორგანიზაციები, ფარდა ავხადეთ ყველაფერს – რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით წლების განმავლობაში, იმას იმეორებს დღეს ტრამპის ადმინისტრაცია და კონკრეტული ყოფილი თანამდებობის პირები