Reuters – ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის წარმომადგენლებმა ვაშინგტონში შეხვედრა გამართეს

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წარმომადგენელი ინვესტიციების საკითხებში, კირილ დმიტრიევი ვაშინგტონში -ის ოფიციალურ პირებს, მათ შორის -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს შეხვდა, – ინფორმაციას Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
Reuters-ი წერს, რომ ეს რუსი ოფიციალური პირის პირველი ვიზიტი აშშ-ში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.
„ტრამპის ადმინისტრაცია აგრძელებს ზეწოლას რუსეთსა და უკრაინაზე იმისთვის, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ“,- განაცხადეს წყაროებმა Reuters-თან საუბარში.
ამასთან, Reuters-ი წერს, რომ დიმიტრიევი შეიძლება საკვანძო ფიგურა გახდეს აშშ-რუსეთის ურთიერთობების გამოსწორებაში, რომელიც დონალდ ტრამპის იანვრის ინაუგურაციამდე ყველაზე უარესი იყო ცივი ომის პერიოდის შემდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სიმონია: 201 000 ლარის 3 მანქანას, 152 700 ლარის 6 მოტოს, 10 000 ლარის წყლის ტრანსპორტს ფლობს სამეგრელოს მილიონერი დელეგატი, ილია ინჯია. ანდრია ზუგდიდიდან კი, ნათხოვარ ეტლში ჯდომისგან უკვე დიდი ხანია იტანჯება