უკრაინა საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების ჯარში გაწვევას გეგმავს

უკრაინა საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების ჯარში გაწვევას გეგმავს. თავდაცვის მინისტრის, რუსტემ უმეროვის განცხადებით, სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები 25-დან 60 წლამდე ასაკის უკრაინელებს, მოუწევთ უკრაინის შეიარაღებული ძალების გაწვევის ცენტრებში გამოცხადება. ხოლო მათთვის, ვინც გაწვევას თავს აარიდებს, სანქციები დაწესდება, თუმცა რა სახის, როგორც მინისტრი ამბობს, ეს ჯერ კიდევ განიხილება.