სიურპრიზებს ვამზადებთ, რათა ომი მაქსიმალურად მიუახლოვდეს კრემლს | SBU-ს უფროსი

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მომავალ წელს აპირებს დივერსიული ოპერაციების გააქტიურებას ს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში, რათა ომი მაქსიმალურად მიუახლოვდეს კრემლს – განუცხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის [SBU] ხელმძღვანელმა ვასილი მალიუკმა Politico-ს.
„ჩვენს გეგმებს ვერ ვამხელთ. ისინი მტრისთვის შოკი უნდა იყოს. სიურპრიზებს ვამზადებთ… ჩვენს თითოეულ სპეცოპერაციას თავისი შედეგი მოაქვს. ეს ყველაფერი ართულებს რუსეთის უნარს, აწარმოოს ომი და აახლოებს უკრაინის გამარჯვება… ოკუპანტებმა უნდა გაიგონ, რომ დამალვას ვერ შეძლებენ. ჩვენ ყველგან ვიპოვით მტერს“, – თქვა გენერალ-მაიორმა მალიუკმა.
ის სამომავლო ოპერაციების ადგილად ყირიმსა და შავ ზღვას ასახელებს.