სრულყოფილი 5G, პირველად საქართველოში, სელფი მობაილმა წარმატებულად გაუშვა თბილისში, გუდაურსა და ბაკურიანში

საქართველოში მობილური ტექნოლოგიების განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო – სელფი მობაილმა, ქართულმა მობილურმა ოპერატორმა, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება, დღეს გუდაურში, ოფიციალურ ცერემონიაზე, მოწინავე ტელეკომუნიკაციების სფეროში ტექნოლოგიის, 5G-ის დანერგვა აღნიშნა.
5G ტექნოლოგია, რომელიც მომხმარებლებს მომსახურების ფუნდამენტურად ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს, უკვე სრულად ხელმისაწვდომია გუდაურსა და ბაკურიანში, ასევე თბილისის ორ უბანში – დიდუბესა და დიდ დიღომში.
სელფის 5G ქსელი თბილისში საპილოტე რეჟიმში 21 ნოემბერს ჩაირთო და ამ დრომდე ის უკვე 5,000-ზე მეტმა მომხმარებელმა გამოიყენა.
აღსანიშნავია, რომ სელფი 5G-ს ნერგავს მსოფლიოში წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია Nokia-ს დანადგარებით, რომელთანაც ხელშეკრულება მიმდინარე წლის აგვისტოში გაფორმდა.
კონტრაქტის ფარგლებში სელფი 5G-ს მთელი საქართველოს მასშტაბით ავითარებს. სელფი ასევე ფლობს ლიცენზიას 5G ქსელის წარმატებით და სრულყოფილად დასანერგად საჭირო სიხშირული რესურსის გამოყენებაზე.
სელფი საქართველოში მოწინავე ციფრული მობილური ოპერატორია, რომელიც გამოირჩევა ბაზარზე წამყვანი ტექნოლოგიური ინოვაციების შემოტანით. სელფის სტრატეგიასთან სრულ თანხვედრაშია კომპანიის გადაწყვეტილება, დაენერგა საქართველოში პირველი 5G.
სელფი, არსებული ქსელის განახლებასა და გაფართოებასთან ერთად, აქტიურად განაგრძობს 5G ქსელის შენებას.
ახალი თაობის უსადენო ინტერნეტტექნოლოგიის დანერგვით, რომელიც მაქსიმალურად გაზრდის მობილური ინტერნეტის სიჩქარეს და მინიმუმამდე შეამცირებს შეფერხებებს, საკომუნიკაციო სექტორთან ერთად, სრულიად ახალ საფეხურზე გადავა ისეთ უმნიშვნელოვანესი დარგები, როგორებიც არის: ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და სხვა.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა