ოთარ შამუგია IFAD-ის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) რეგიონულ დირექტორს, ლიამ ჩიკას შეხვდა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს.
„სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდთან მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა გვაკავშირებს. მინდა მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის და ერთობლივი მუშაობით მიღწეული პოზიტიური შედეგებისთვის. საქართველო არაერთი მიმართულებით რეფორმებს აქტიურად ახორციელებს. დადებითი შედეგები უკვე სახეზეა, თუმცა გარკვეულ სექტორში, მათ შორის საძოვრების მართვის კუთხით, კვლავ არსებობს გამოწვევები, რომელთა დაძლევისთვის ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იქნება. ვფიქრობ, მომავალში, IFAD-თან პარტნიორობის გააქტიურება და ეფექტიანი თანამშრომლობა კიდევ უფრო უკეთეს შედეგებამდე მიგვიყვანს“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
როგორც IFAD-ის რეგიონულმა დირექტორმა, ლიამ ჩიკამ აღნიშნა, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობას.
უწყების ცნობით, შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა