„სოკარ მიდსტრიმი“ ონკოლოგიური პედიატრიული პაციენტების მხარდასაჭერად სოციალურ ინვესტიციას ახორციელებს

კომპანია „სოკარ მიდსტრიმ ოპერეიშნმა“, რომელიც სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანიის პარტნიორებს წარმოადგენს, იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოსთან ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, ონკოლოგიური პაციენტებისთვის მოწყობილი სასწავლო და გასართობი სივრცეები განაახლა. სპეციალურად პატარებისთვის, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვა მოსასვენებელი, სასწავლო და გასართობი სივრცეები და შეძენილ იქნა შემეცნებითი სათამაშოები.
პროექტი სოციალური ინვესტიციების ფარგლებში განხორციელდა და პატარა პაციენტების ემოციურ მხარდაჭერას ისახავს მიზნად. მომდევნო ეტაპზე დაგეგმილია ონკოლოგიური დაავადებების შესახებ უცხოური საბავშვო ლიტერატურის თარგმნა და გავრცელება პედიატრიულ პაციენტებში.
ინფორმაცია პრესისთვის
სამხრეთ კავკასიის მილსადენი არის სამხრეთის გაზის დერეფნის ერთ-ერთი მთავარი მონაკვეთი, რომელიც შექმნილია ბუნებრივი გაზის ექსპორტისთვის აზერბაიჯანიდან საქართველოში, თურქეთსა და ევროპაში.
სამხრეთ კავკასიის მილსადენის სიგრძე 692 კმ-ია, ხოლო მილსადენის სიგრძე საქართველოში 248 კმ-ია.
სოკარ მიდსტრიმ ოპერეიშენსი, სოკარის სრულუფლებიანი შვილობილი კომპანიაა, რომელიც 2015 წლიდან არის სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომერციული ოპერატორი, ხოლო 2020 წლიდან სამხრეთ კავკასიის მილსადენის ტექნიკურ ოპერატორი.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდით:
ნინო შადური – სოკარ მიდსტრიმ ოპერეიშენს საქართველოს ფილიალის კომუნიკაციებისა და სოციალური ინვესტიციების მრჩეველი.
ტელეფონი: (+995) 577 47 57 00; 511 10 15 49
ელექტრონული ფოსტა: [email protected]
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – 2012 წლამდე, გლეხებს, ფერმერებს უწევდათ ვენახების ჩანაცვლება სხვა კულტურებით, რადგან მევენახეობა არ იყო მომგებიანი, დღეს 70 %-ით გაიზარდა ვენახების ფართობი ქვეყნის მასშტაბით