მოლდოვაში დემოკრატიის დესტაბილიზაციის მცდელობების გამო დიდმა ბრიტანეთმა რუსულ არასამთავრობო ორგანიზაციას სანქციები დაუწესა

მოლდოვაში დემოკრატიის დესტაბილიზაციის მცდელობების გამო დიდმა ბრიტანეთმა რუსულ არასამთავრობო ორგანიზაციას სანქციები დაუწესა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე, დევიდ ლემიზე დაყრდნობით ავრცელებს.
დიდმა ბრიტანეთმა მოლდოვაში გასულ წელს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმში ჩარევის გამო რუსეთში რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაცია „ევრაზიას“, მის დამფუძნებელ ნელი პარუტენკოსა და მმართველი საბჭოს წევრს, ნატალია პარასკას სანქციები დაუწესა, რაც მათთვის აქტივების გაყინვასა და მოგზაურობის აკრძალვას ითვალისწინებს.
დევიდ ლემიმ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი მისი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების დემოკრატიაში უხეში ჩარევის მცდელობებს არ შეეგუება.
„როდესაც ბინძური ფული თავისუფლად ტრიალებს, ის ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას, ეკონომიკის დესტაბილიზაციას ახდენს და მავნე აქტორებს უფლებას აძლევს, რომ კანონის უზენაესობა შეარყიონ“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)