ლიეტუვამ საქართველო სტუდენტების სემესტრული გაცვლითი პროგრამიდან ამოიღო

ლიეტუვამ საქართველო ამოიღო 2025-2026 აკადემიური წლის სემესტრული გაცვლითი პროგრამიდან.
წინა წლებში საქართველო აღნიშნულ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობდა და ამით არაერთმა ქართველმა სტუდენტმა ისარგებლა.
თუმცა წელს ქართველი სტუდენტებს ლიეტუვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სემესტრულ გაცვლით პროგრამას აღარ სთავაზობენ.
საქართველოსგან განსხვავებით, ლიეტუვის სემესტრული გაცვლითი პროგრამა ღიაა: სომხეთის, ავსტრალიის, აზერბაიჯანის, კანადის, ჩინეთის (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა და ტაივანი), ინდოეთის, ინდონეზიის, ისრაელის, იაპონიის, ყაზახეთის, მოლდოვის, ახალი ზელანდიის, სამხრეთ კორეის, უკრაინის, გაერთიანებული სამეფოს, უზბეკეთის, ამერიკის შეერთებული შტატების სტუდენტებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სამუშია – „ქართული ოცნება“ მშვიდობის ნიღბით შენიღბული ქვეყნის უბედურებაა – მოქალაქეების მიმართ ყველგან ზეწოლაა, თავად კი სახლში ოქროს ზოდებს ინახავენ და ათი ათასობით ხელფასს ინიშნავენ