მამუკა მდინარაძე – „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ ქაოსია – დავალებები ვერ შეასრულეს და ეს დაბნეულობა, აგონია, ერთმანეთის ლანძღვა, გადაბრალება, დამუნათება სწორედ ამის ბრალია

კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ქაოსია – დავალებები ვერ შეასრულეს და ეს დაბნეულობა, აგონია, ერთმანეთის ლანძღვა, გადაბრალება, დამუნათება სწორედ ამის ბრალია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია ასეულობით მილიონი დოლარის სანაცვლოდ, „თავიანთ პატრონებს ჰპირდებოდნენ, რომ შეცვლიდნენ ხელისუფლებას და ქვეყანას ომში ჩართავდნენ“, თუმცა ვერცერთი ვერ შეასრულეს.
„კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ქაოსია იმიტომ, რომ მათ საკუთარი დავალების მიმცემების, დამფინანსებლებისა და პატრონების წინაშე მათზე დაკისრებული და აღებული მოვალეობები ვერ შეასრულეს. ისინი იმ ასეულობით მილიონი დოლარის სანაცვლოდ თავიანთ პატრონებს ჰპირდებოდნენ, რომ ქვეყანაში შეცვლიდნენ ხელისუფლებას და ამ ქვეყანას ომში ჩართავდნენ. ვერცერთი ვერ შეასრულეს, პატრონებიდან განაწყენებაა, შიგნით ქაოსია. ეს დაბნეულობა, აგონია, ერთმანეთის ლანძღვა, გადაბრალება და დამუნათება სწორედ ამის ბრალია“, – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

თეონა აქუბარდია – „ქართულ ოცნებას“ ბრიტანული სანქციების ეშინია, ვიდრე ამერიკულის, ამას უკავშირდება ისტერია დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ და გრანტზე ტირილი, რომ „არიქა, თუ გრანტს აიღებს არასამთავრობო ორგანიზაცია და არჩევნებს დააკვირდება, ქვეყანა ჩამოიშლება“

ირაკლი ფავლენიშვილი – პაპუაშვილი იქნება ეს თუ წულუკიანი, „ოცნების“ყველა წარმომადგენელი დაკავებულია საქართველოს ისტორიის გადაწერით – ისინი ისტორიაში შევლენ, როგორც ევროპული ინტეგრაციის პროცესის შემჩერებლები, სახელმწიფოებრიობის მტრები