Gastronome-ის თქმით, მათ რძის პროდუქტებს “ყვარლის ბაგასთან” კავშირი არ აქვს

“მომხმარებლების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ Gastronome-ის ნატურალური რძის პროდუქტები იწარმოება შპს “გეო ინდუსტრიის” კუთვნილ საწარმოში, სამეგრელოს რაიონის სოფელ მენჯში და არ აქვს კავშირი “ყვარლის ბაგასთან”, – ამის შესახებ ნათქვამია Gastronome-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომპანიის განცხადებით, Gastronome-სთვის შექმნილი რძის ნაწარმი ნედლი, პასტერიზებული რძისგან მზადდება და თითოეული პროდუქტი 100%-ით ნატურალურია. ფერმის ცხოველები იკვებებიან მხოლოდ ბალახითა და მარცვლეულით, რაც განაპირობებს ჩვენი ნაწარმის გემოვნურ და სასარგებლო თვისებებს. პროდუქცია მდიდარია A, D და B ჯგუფის ვიტამინებით.
“წარმოების პროცესის ყველა ეტაპი – დაწყებული ცხოველების კვებიდან, დასრულებული საბოლოო პროდუქტის დახლზე მოხვედრამდე – მკაცრად კონტროლდება Gastronome-ის ხარისხის კონტროლის სამსახურის მიერ.
საწარმო ფლობს HACCP სერტიფიკატს. HACCP-ის პრინციპები მოითხოვს, რომ ორგანიზაციამ ჩამოაყალიბოს შედეგიანი სურსათის უვნებლობის სისტემა. იგი მიმართულია არა მხოლოდ საბოლოო პროდუქტის კონტროლზე, არამედ ბიოლოგიური, ქიმიური და ფიზიკური საფრთხეების წარმოქმნის წყაროების პრევენციაზე. გაიგე მეტი HACCP/ISO სერტიფიკატის შესახებ”, – აცხადებენ გასტრონომში.