“იმედი აქვთ სუს-ის უფროსის ცვლილებას უცხოელებთან კარგად „გაყიდიან“ – თინა ხიდაშელი

სინამდვილეში არჩევნების სამინისტრო შექმნეს და ზუსტად ის კაცი დაუნიშნეს მინისტრად, რომელსაც ბოლოს ზუსტად ეს საქმე ჰქონდა დავალებული, საარჩევნოდ რეგიონების უზრუნველყოფა, – ასე ეხმაურება „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი თინა ხიდაშელი რეგიონული სამინისტროს მინისტრად სუს-ის ყოფილი შეფის დანიშვნას.
მისივე თქმით, “ქართული ოცნებაში” იმედი აქვთ, რომ სუს-ის უფროსის ცვლილებას უცხოელებთან კარგად „გაყიდიან“.
„სინამდვილეში არჩევნების სამინისტრო შექმნეს, და ზუსტად ის კაცი დაუნიშნეს მინისტრად, რომელსაც ბოლოს ზუსტად ეს საქმე ჰქონდა დავალებული, საარჩევნოდ რეგიონების უზრუნველყოფა.
იმედი აქვთ სუს-ის უფროსის ცვლილებას უცხოელებთან კარგად „გაყიდიან“. არჩევნების შემდეგ, სადაც ოპოზიცია დაობდა იქ, ცვლილება განვახორციელეთო.
ოხანაშვილის გადანაცვლება მგონი ყველაზე მარტივად ასახსნელია, კობახიძეს აბარებს ბოლომდე ბიძინა სისტემას, მასვე კიდევ მთლიანად პასუხისმგებლობას, მასვე შეეცდება შეაწმინდოს ხელები ბოლომდე“, – წერს თინა ხიდაშელი.

ასევე დაგაინტერესებთ

უთო-ს წარმომადგენელი – არაპროპორციული სასჯელის გამოცხადებიდან ერთი წლის შემდეგ, მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში რჩება – მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, მისი დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისკენ

ვახუშტი მენაბდე – სუს-ის განცხადება პოლიტიკური ანგაჟირების გემოს ტოვებს – რაც შეეხება ნიკა მელიას განაჩენს, „ოცნება“ მასთან შეზრდილი სასამართლოთი ყველაფერს აკეთებს, რომ დათრგუნოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები