ბევრი ქვეყნისგან გვესმის მოწოდება, დასრულდეს ეს კონფლიქტი, მაგრამ არავისგან მესმის, “ჰამასმა” შეწყვიტოს მშვიდობიანი მოსახლეობის ფარად გამოყენება, დადოს იარაღი და დანებდეს – ბლინკენი

ჩემთვის გასაოცარია, რომ ბევრი ქვეყნისგან გვესმის მოწოდება, დასრულდეს ეს კონფლიქტი, მაგრამ არავისგან არ მესმის, რომ “ჰამასმა” შეწყვიტოს მშვიდობიანი მოსახლეობის ფარად გამოყენება, დადოს იარაღი და დანებდეს – ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
მისივე თქმით, თუ “ჰამასი” ამას გააკეთებს, ხვალვე დასრულდება ყველაფერი. ბლინკენის განცხადებით, თუ ეს კონფლიქტი “ჰამასის” განეიტრალებით არ დასრულდება, მაშინ შესაძლოა 7 ოქტომბერი გამეორდეს, რაც არც ისრაელის და არც რეგიონის ინტერესებში არ შედის.
“ჩვენ ველით და გვინდა, ვიხილოთ უფრო მიზანმიმართულ ოპერაციებზე გადასვლა, უფრო მცირე რაოდენობის ძალებით, რომლებიც ორიენტირებულები არიან “ჰამასის” ხელმძღვანელობასთან, გვირაბის ქსელთან და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ბრძოლაზე. როცა ეს მოხდება, ვფიქრობ, თქვენ ნახავთ, თუ როგორ შემცირდება მშვიდობიან მოსახლეობაზე ზიანი. ჩემთვის გასაოცარია, რომ ბევრი ქვეყნისგან გვესმის მოწოდება, დასრულდეს ეს კონფლიქტი, რაც ჩვენ ყველას გვინდა, მაგრამ არავისგან მესმის, რომ “ჰამასმა” შეწყვიტოს მშვიდობიანი მოსახლეობის ზურგს უკან ამოფარება და იარაღის დადება,” – აღნიშნა ბლინკენმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გვარამიას უსაყვარლესი თემა იყო პატრიარქის დაკნინება- ახლა გამოდგა და კაკანებს, ვერ გამოვემშვიდობეო! შენ ვერც სამძიმარზე გაბედე მისვლა, არ იყო გულსევდიან მორწმუნეებში შენი ადგილი! ბიძინა ივანიშვილი იქ უნდა ყოფილიყო და იყო კიდეც, ამას დამსახურება სჭირდება, შენ ვერ დაიმსახურე

დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ისჯება, მიუხედავად იმისა, არის თუ არა შენი უშუალო ქმედებების კონკრეტული მტკიცებულება – ასეთი ორგანოს წევრობა საბავშვო გართობა არ არის, იგი სრულწლოვანია და ამას უნდა აცნობიერებდეს