ისრაელი ღაზაში სამხედრო ოპერაციებს აფართოებს

ისრაელი ღაზაში სამხედრო ოპერაციებს აფართოებს, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.
„ოპერაცია ტერორისტებისა და ტერორისტული ინფრასტრუქტურისგან ტერიტორიის გაწმენდის მიზნით გაფართოვდება, ხოლო დაკავებული დიდი ტერიტორიები ისრაელის უსაფრთხოების ზონაში გაერთიანდება“, – განაცხადა ისრაელ კაცმა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრი ღაზის სექტორის მოსახლეობას „ჰამასის“ „დასამხობად და მძევლების დასაბრუნებლად დაუყოვნებლივ მოქმედებისკენ“ მოუწოდებს.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ რაფაჰის მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სამუშია – „ქართული ოცნება“ მშვიდობის ნიღბით შენიღბული ქვეყნის უბედურებაა – მოქალაქეების მიმართ ყველგან ზეწოლაა, თავად კი სახლში ოქროს ზოდებს ინახავენ და ათი ათასობით ხელფასს ინიშნავენ