ხვიჩას გარეშე – პსჟ-ს ისევ თამაშის შემოტრიალება მოუწია და ფინალში გავიდა

საფრანგეთის თასის ნახევარფინალში პსჟ-მ ლიგა 2-ის „დიუნკერკი“ 4:2 დაამარცხა და ფინალში გავიდა, თუმცა დედაქალაქელთა თამაში კვლავ შორს იყო იდეალურისგან.
„პარი სენ ჟერმენის“ გარემარბი დილით ავად გახდა, კლუბმა თავი დაიზღვია და ის პარიზში დაბრუნდა. ისევე როგორც „სენტ-ეტიენთან“ გასული მატჩი, პარიზულმა გუნდმა თამაში ცუდად დაიწყო, ორი გოლი გაუშვა, მაგრამ შესვენებამდე დემბელემ ანგარიში შეამცირა, შესვენების შემდეგ კი მარკინიოსმა გაათანაბრა. მერე ჟაუენის კარი მცველისგან რიკოშეტით დუემ დალაშქრა, კომპენსირებულ დროში დემბელემ დუბლი შეასრულა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
მეორე ნახევარფინალში დღეს „კანი“ „რეიმს“ უმასპინძლებს. ფინალი 24 მაისს ჩატარდება.
პსჟ 5 აპრილს ლიგა 1-ის 29-ე ტურში „ანჟეს“, ხოლო 9 აპრილს ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში „ასტონ ვილას“ უმასპინძლებს.
დიუნკერკი – პსჟ 2:4
გოლები: 1:0 სასო (7), 2:0 ალ-საადი (27), 2:1 დემბელე (45), 2:2 მარკინიოსი (48), 2:3 დუე (62), 2:4 დემბელე (90+3)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში