“დიფ სთეითის” მძევლობიდან გათავისუფლების შანსი ყველას უნდა მიეცეს, მათ შორის – გუშინდელ სიტუაციურ “მოწინააღმდეგეებს“

“დიფ სთეითის” მძევლობიდან გათავისუფლების შანსი ყველას უნდა მიეცეს, მათ შორის – გუშინდელ სიტუაციურ “მოწინააღმდეგეებს“
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ -ის ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილთან შეხვედრაზე სან-ფრანცისკოში საქართველოს პირველი ტექნოლოგიური ჰაბის შექმნასთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა.
დავით ქართველიშვილის თქმით, “დიფ სთეითის” ზეგავლენიდან და მძევლობიდან გათავისუფლების შანსი ყველას უნდა მიეცეს, მათ შორის – გუშინდელ სიტუაციურ “მოწინააღმდეგეებს“. „აშშ-საქართველოს ურთიერთობების “გადატვირთვისკენ” გადადგმული მორიგი სერიოზული, პრაქტიკული ხასიათის ნაბიჯი. ჩვენი მხრიდან კი ამის აღნიშვნა მორიგი ჟესტია იმისა, რომ აქ არავინ და არავის მიმართ ჩასაფრებული და მიკერძოებული არაა. “დიფ სთეითის” ზეგავლენიდან და მძევლობიდან გათავისუფლების შანსი ყველას უნდა მიეცეს, მათ შორის – გუშინდელ სიტუაციურ “მოწინააღმდეგეებს“, – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

აქციების ორგანიზატორები, რომლებიც საზოგადოებას აჯერებენ, რომ მათივე შვილების სახელით უკეთესი საქართველო სურთ, მათ მიერ ხელოვნურად შექმნილ მწვავე პოლიტიკურ პროცესებს საკუთარ შვილებს რატომ არიდებენ?!

გლობალურ პოლიტიკაში, სახელმწიფოები დიასპორების საშუალებით აძლიერებენ საკუთარ ქვეყნებს უცხოეთში. ამისთვის ზრუნავენ არა მხოლოდ ხელისუფალნი, არამედ, თავად დიასპორული ორგანიზაციებიც

მარიამ ლაშხი მასზე თავდასხმაზე: მათი ქმედება იყო უხეში დარღვევა ბავშვთა უფლებების კოდექსის მრავალი მუხლისა. ეს არის არამხოლოდ საჯარო მოხელეზე თავდასხმა, არამედ ღირებულებებზე თავდასხმა