რაც ყველაზე მეტად არ მოსწონს კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას, არის 2008 წლის აგვისტოს ომში მათი დანაშაულებისა და მოღალატეობრივი ქმედებების გამომზეურება

რაც ყველაზე მეტად არ მოსწონს კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას, არის 2008 წლის აგვისტოს ომში მათი დანაშაულებისა და მოღალატეობრივი ქმედებების გამომზეურება
კარგად იცით, რომ დაიწყო პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობა და კომისიის პირველივე დღეებში მოჰყვა სერიოზული შფოთვა კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მათ მხარდამჭერებში. დაიწყო ცილისწამებებისა და ბინძური ჭორების გავრცელების ძალიან ბინძური კამპანია კომისიისა და მისი წევრების წინააღმდეგ, გასაგებია, ამით რის გადაფარვასაც ცდილობენ,- განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შესახებ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
სუბარის განცხადებით, კომისიის ყოველ სხდომაზე ისმენენ სისხლისგამყინავ ისტორიებს თუ როგორ აწამებდნენ ადამიანებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, საკუთრების უფლების ტოტალურ დარღვევებზე და სახელმწიფოსთან ერთად ამ დარღვევებში როგორ მონაწილეობდნენ დღეს უკვე პოლიტიკაში თავშეფარებული და გადაბარებული ბანკირები – და ბადრი ჯაფარიძე.
„კომისიის ყოველ სხდომაზე ვისმენთ მართლაც სისხლისგამყინავ ისტორიებს როგორ აწამებდნენ ადამიანებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, საკუთრების უფლების ტოტალურ დარღვევებზე და სახელმწიფოსთან ერთად ამ დარღვევებში როგორ მონაწილეობდნენ დღეს უკვე პოლიტიკაში თავშეფარებული და გადაბარებული ბანკირები – და ბადრი ჯაფარიძე.
ვისმენთ როგორ დევნიდნენ ადამიანებს უსასტიკესად, მხოლოდ მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო და როგორ ხდებოდა ადამიანების მათი ოჯახების, მათი ბიზნესის სრული განადგურება მხოლოდ იმიტომ, რომ მათი პოლიტიკური შეხედულება არ მოსწონდა ხელისუფლებას. თუმცა, რაც ყველაზე მეტად არ მოსწონს კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას, არის 2008 წლის აგვისტოს ომში მათი დანაშაულებისა და მოღალატეობრივი ქმედებების გამომზეურება. ეს არ მოსწონთ და გადაწყვიტეს, ჯარისკაცებისა და გენერლების მუნდირებს ამოეფარონ და ისე წარმოაჩინონ, თითქოს კომისიის მუშაობა ქართული ჯარის წინააღმდეგ არის მიმართული, თუმცა, ძალიან კარგად იციან, რომ სინამდვილეში პირიქით არის და ჩვენმა ხელისუფლებამ 2012 წლის შემდეგ შევძელით, საერთაშორისო სასამართლოებში მიგვეღწია და გაგვემართლებინა ის ჯარისკაცები და ოფიცრები, რომლებიც განწირულნი იყვნენ ნაციონალური მოძრაობის მიერ,“-განაცხადა სოზარ სუბარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერი მოწესრიგდეს ქვეყანაში, მათ შორის ელექტროენერგიის მოხმარება მესტიის მუნიციპალიტეტში, უნდა დამკვიდრდეს სწორ პრინციპებზე დაფუძნებული მოხმარების სისტემა, ამას უზრუნველყოფს გამრიცხველიანება, რაც დაიწყება უახლოეს მომავალში

ირაკლი კობახიძე – ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, აშკარად აჭრილია ბატონი ფიშერი, საუბრობს ჩვენს მეგობარ ქვეყნებსა და ხალხებზე და, საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ მათ რაღაცნაირად უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს, ეს არანაირ დადებით და სერიოზულ შეფასებას არ იმსახურებს

ირაკლი კობახიძე – რაც გააფუჭა უსამართლობამ, ის შეიძლება, გაასწოროს მხოლოდ სამართლიანმა მიდგომამ, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულმა ურთიერთობებმა, ეს არის ჩვენი მოწოდება ამერიკელი კოლეგების მიმართ

პრემიერი – აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ოპოზიციას არ ესარგებლა საკუთარი მანდატებით, მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული, ზოგადად, ყველა პარტიამ პატივი უნდა სცეს საკუთარი ამომრჩევლის მიერ მიკუთვნებულ მანდატს