საქართველოს სავაჭრო პალატამ 2023 წლის საქმიანობა შეაჯამა

სავაჭრო პალატის პრეზიდეტმა, გიორგი პერტაიამ პალატის საბჭოში შემავალ ბიზნეს ასოციაციებს 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა და მომავალი წლის გეგმები გააცნო.
საქართველოს სავაჭრო პალატის ინფორმაციით, ბიზნეს ასოციაციებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია მიმდინარე წლის განმავლობაში განხორციელებულ პროგრამებსა და პალატის საერთაშორისო საქმიანობაზე, კერძოდ 2023 წელს:
პალატის პრეზიდენტი არჩეულ იქნა ევროპალატისა და მსოფლიო პალატების ფედერაციის დირექტორთა საბჭოში;
პალატის ორგანიზებით ჩატარდა 10-მდე ბიზნეს ფორუმი, მათ შორის არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ჩეხეთთან, უზბეკეთთან, რომელშიც 1500-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა;
500-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა პალატის დაორგანიზებულ ტრენინგებში (საგადასახადო სიახლეების, ელექტრნული კომერციის, ბრენდინგისა და ციფრული მარკეტინგის მიმართულებით, შრომის კანონმდებლობა).
„პროექტის „უფასო ვებგევრდის“ ფარგლებში 130-ზე მეტ კომპანიას გადაეცა გადახდის სისტემით ინტეგრირებული ვებ-გვერდი, ჯამურად პროექტის ყველა ეტაპზე 223 მეწარმეს.
გაიცა 68-ზე მეტი წარმოშობის სერტიფიკატი; 60-ზე მეტი ინსტრუქტორი გადამზადდა პროფესიულ, კერძოდ დუალურ განათლებაში ჩასართველად. ჩატარდა რამდენიმე რეგიონული მასშტაბური ღონისძიება პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით;
გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი ტაილანდის, უზბეკეთისა და ს სავაჭო პალატებთან და სხვა.
მომავალ წელს სავაჭრო პალატა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის ახალ საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს გეგმავს, მათ შორის პროფესიული სწავლების ხელშეწყობის, ექსპორტის მხარდამჭერ ახალ პროექტებს, ბიზნეს ფორუმებს, სოფლის მეურნეობის მხარდამჭერ ღონისძიებებს, ტრენინგებს, ბიზნესთან ღია დიალოგსა და ბიზნესების გაციფრულების პროგრამებს“, – ნათქვამია იფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის ღია წერილზე – ეს ალბათ, პირველი შედეგია იმის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერც ვერაფერი დაალაგა – ტრამპს ალბათ, დღეს ამისთვის ნაკლებად სცალია, მაგრამ ვინც წაიკითხავს, ძალიან სამწუხაროა, ეს მათთვის იქნება გამაოგნებელი

ალექსანდრე დარახველიძე – გრძელია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, ვისი მოქალაქეებიც აქციებში იყვნენ ჩართული – მნიშვნელოვანია არსებობდეს მექანიზმი, რომ უცხოელი, რომელიც შეკრების წესებს დაარღვევს ან წვრილმან ხულიგნობას ჩაიდენს, ქვეყნიდან გავაძევოთ