ოკუპირებული ცხინვალი: წლის განმავლობაში საზღვრის დარღვევის ბრალდებით 448 პირი დავაკავეთ

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციით, 2023 წლის განმავლობაში ე.წ. საზღვრის “დამრღვევი” 448 ადამიანი დააკავეს.
მათივე ცნობით, უკანონოდ დაკავებულთა შორის 196-მა ე.წ. სახელმწიფო საზღვარი დაარღვია, ხოლო 251 “სასაზღვრო ზონის რეჟიმი”.
“262 პირს დაეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა, 6 პირი დააჯარიმეს და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკიდან გააძევეს, 19 პირი ჯარიმის გარეშე გააძევეს, 138 გააფრთხილეს, 19 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, 4 პირის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა”, – ამბობენ დე ფაქტო უსაფრთხოების კომიტეტში.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა