,, ახლა ზურაბიშვილის კრიტიკა სრულიად ლეგიტიმურია, უბრალოდ, “ხალხზე უფრო ჭკვიანების” აზრით, არამიზანშეწონილი” –

ჭავჭავაძის ცენტრის თანადამფუძნებელი, :
,,პრაგმატული კითხვა: რომ დაჯდეს ეთერში და თქვას, ქოცი ვჭამე, როცა წითელუბნის დაბომბვა და ომის დაწყება საქართველოს დავაბრალე, “გარეჯი საქართველოას” რუსულ სპეცოპერაციაში მედროშეობა მთლად უპატიებელი შეცდომა იყო, მაგრამ შემეშალა, ვის არ შეშლია, მაპატიეთ რამენაირად – ჩემს ეკაბესელიასაც აპატიეთ ეფესბეს ოფიცრების პოლიტპატიმრებად გამოშვება – და ეგებ ახლა მაინც შევძლოთ და ერთად დავდგეთ სამშობლოს გადასარჩენადო… მას ხომ ბევრად მეტი ადამიანი გაჰყვება? მისი კრიტიკა ხომ დიდწილად დაკარგავს ლეგიტიმურობას? (ახლა კრიტიკა სრულიად ლეგიტიმურია, უბრალოდ, “ხალხზე უფრო ჭკვიანების” აზრით, არამიზანშეწონილი)… ხოდა, თუ პრაგმატული თვალსაზრისით სწორია ამ თემების საზოგადოებისთვის ახსნა და წერტილის დასმა, რატომ არ აკეთებს ამას? როგორ ხდება, რომ ამ ქვეყანაში ზოგმა სულ ბოდიშები უნდა იხადოს, ხოლო ზოგისთვის ლეგიტიმური კითხვების დასმაც ცუდი ტონია? ასე როგორ უნდა გადავრჩეთ, დეფ?!“

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – რა შუაშია რაჟდენ კუპრაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაციასთან? მის ბრალეულობას ვერ ვხედავ – თუ ვიღაცამ დეკლარაცია არასწორად შეავსო, რაჟდენ კუპრაშვილს როგორ უნდა დაენახა?

მოსამართლე შსს-ს იურისტს – კიდევ ერთხელ გავალებთ, მოიძიოთ მტკიცებულება, რომ თამარ გიორგაძე გზას ხელოვნურად კეტავდა მაშინ, როცა ამისთვის შესაბამისი რაოდენობის ხალხი არ იყო – დავალება მოგეცით და ეს უნდა შეასრულოთ, პოლემიკა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია!