გორის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ბრალდებით 6 პირი დააკავეს

შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ბრალდებით 6 პირი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სპეცოპერაცია გამთენიისას ჩაატარეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლით დაიწყო, რაც ხე – ტყის უკანონო გაჩეხას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა