მარიამ ბოლქვაძე ეგვიპტის ტურნირის გამარჯვებულია!

ეგვიპტის ქალაქ შარმ-ელ-შეიხში, ქალებში ITF-ის 25-ათასიანი ტურნირი გაიმართა, რომელიც ქართველი ჩოგბურთელის მარიამ ბოლქვაძის გამარჯვებით დასრულდა.
მარიამმა ფინალში რუსი მეტოქე, ელენა პრიდანკინა მარტივად 6:2, 6:1 დაამარცხა.
ნახევარფინალში ჩვენმა ჩოგბურთელმა რუსეთის სახელით მოასპარეზე ალექსანდრა შუბლაძეს მოუგო, მანამდე კი მასპინძელ სანდრა სამირს, მარია ტკაჩევასა და თურქ ჩაგლა ბიუიკაკჩაის სძლია.
აღსანიშნავია, რომ მთელი ტურნირის განმავლობაში ბოლქვაძეს ერთი სეტიც არ წაუგია.
25 წლის მარიამ ბოლქვაძისთვის ეს კარიერაში ITF-ის მე-19 ტიტულია.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა