– არ შემიძლია, წინ არ აღვუდგე საზიზღრობას, ვსაუბრობ პროკურორ თეა „ვიშინსკიზე – ეს არის სადამსჯელო წარმონაქმნი, შემაშფოთებელია მოღალატე რეჟიმის მიზანი: რუსული დაკვეთის შესრულება – ბოლო ნაბიჯი ქართული ჯარის ნგრევას ემსახურება

[საგამოძიებო კომისია] არც ისტორიის გარკვევას და არც გაგებას ემსახურება, ეს არის სადამსჯელო წარმონაქმნი, რომელიც ემსახურება შურისძიებას, მაგრამ კიდევ უფრო შემაშფოთებელია მოღალატე რეჟიმის მთავარი მიზანი – ქართული სახელმწიფოს ბოლომდე დაშლა და განადგურება, – ასე გამოეხმაურა რუსთაველის გამზირზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი “ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას.
ზურაბიშვილის შეფასებით, აღნიშნული ქმედება რუსული დაკვეთის შესრულებაა.
“არ შემიძლია, მე დღეს, 31 მარტს ვიდგე აქ, თქვენს წინაშე, როგორც მთავარსარდალი და არ აღვუდგე იმ საზიზღრობას, რომლითაც ცდილობენ, ჩვენი ყურადღება გადაიტანონ და სანახაობად აქციონ. ვსაუბრობ “პროკურორ თეა ვიშინსკიზე” ე.წ. საგამოძიებო კომიტეტზე. ეს არც ისტორიის გარკვევას და არც გაგებას ემსახურება, ეს არის სადამსჯელო წარმონაქმნი, რომელიც ემსახურება შურისძიებას, მაგრამ კიდევ უფრო შემაშფოთებელია მოღალატე რეჟიმის მთავარი მიზანი – ქართული სახელმწიფოს ბოლომდე დაშლა და განადგურება. ანუ უშუალოდ რუსული დაკვეთის შესრულება.
მას შემდეგ, რაც ამ რეჟიმს ყველა დამოკიდებული დაემორჩილა, მას შემდეგ, რაც საქართველოს სასამართლო სისტემა გააუქმა, მოახდინა პოლიციის დისკრედიტაცია და მას ჩამოართვა მთავარი მისი ფუნქცია ანუ მოქალაქეების დაცვა, ამ ბოლო ნაბიჯით კი ქართული ჯარის ნგრევას ემსახურება.
ასეთი სურათის შექმნა – ჯარის სრული დისკრედიტაცია, მისი შეურაცხყოფა და, მაშასადამე, დემორალიზაცია, წარმოადგენს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას. ეს სამარცხვინო სანახაობა, რომელსაც პირდაპირ ეთერში გვაყურებინებენ, ემსახურება ჯარის სრულ დემორალიზაციას.
მმართველი, რომელიც ამას მოიფიქრებს და ამას უკეთებს საკუთარ ქვეყანას, საკუთარ ჯარსა და ხალხს, არის მტერი ჩვენი სახელმწიფოებრიობის, მაშასადამე, ჩვენი დამოუკიდებლობისა და ჩვენი მომავლის, ცალკეული მოქალაქის მტერი, ამიტომ დღეს, 31 მარტს, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის აღნიშვნის დღეს არ მივეცეთ უიმედობასა და სასოწარკვეთას, მათაც ეს უნდათ, უნდათ, რომ ჩვენ ერთმანეთს დაგვაპირისპირონ. რაღაც დაწყებული კამპანიები ამას ემსახურება, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ასეთი შიდა მოღალატეებისა და გარე მტრის ერთობლივი მიზნის შესრულებას ქართველი ხალხი არ დაუშვებს, გადაუდგება და მტერს არასოდეს გაამარჯვებინებს. ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ არ გავიმარჯვებთ. ბრძოლა იქნება ბოლომდე, გაუმარჯოს საქართველოს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი სამთავრობო გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ეს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის როლს შეესაბამება, ამავდროულად, მე, როგორც მთავრობის მეთაური და მმართველ პარტიაში მეორე პირი, ხშირად ვსარგებლობ მისი რჩევით…

ირაკლი კირცხალია – მსჯელობის პროცესში ყველაზე კომპეტენტურ აზრს სწორედ ბიძინა ივანიშვილი გამოთქვამს – პრემიერი ხაზს უსვამს მის ანალიტიკურ უნარებს, აღიარებს, რომ მისგან რჩევებსაც იღებს

ლევან მახაშვილი: უპირველესად, უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს ძალიან გაუმართლა, რომ ჰყავს ბიძინა ივანიშვილის მსგავსი ადამიანი, რომელიც თავისი უანგარო პატრიოტიზმით ქვეყანას უდგას, როგორც შეუძლია ერთ რიგით ადამიანს