ისრაელი სამხრეთ ღაზის ქალაქ ხან იუნისში ევაკუაციის ახალ ტალღას აცხადებს

გაეროში ამბობენ, რომ ისრაელმა ღაზის სექტორის სამხრეთში, ქალაქ ხან იუნისის დიდ ტერიტორიაზე ევაკუაცია გამოაცხადა.
გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისის (OCHA) ცნობით, ისრაელმა გაავრცელა რუკები, რომლებზეც მონიშნულია ქალაქის დაახლოებით 20%, სადაც ოპერაცია გაფართოვდება. ამ ორგანოს ცნობით, ამ ტერიტორიაზე ომამდე 111 542 ადამიანი ცხოვრობდა.
OCHA-ში ამბობენ, რომ ამ ტერიტორიაზე მდებარეობს 32 თავშესაფარი, რომლებიც ჩრდილოეთ ღაზიდან გამოქცეულ 141 451-მდე დევნილს იტევდა.
ხან იუნისის მიმართულების ს თავდაცვის ძალებმა მოქმედებები დეკემბრის დასაწყისში გააფართოვეს. 6 დეკემბერს ისინი უკვე ქალაქის ცენტრში იბრძოდნენ.