ჯო ბაიდენი – ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუციაზე გაერო-ში მოლაპარაკებები მიმდინარეობს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, შეერთებული შტატები ჯერ კიდევ მუშაობს იმის თაობაზე, დაუჭიროს თუ არა მხარი გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც ღაზის სექტორში საომარი მოქმედებების შეჩერებას მოითხოვს, რათა ანკლავში უფრო მეტი დახმარების შეტანა გახდეს შესაძლებელი.
კითხვაზე, როდის უნდა გადავიდეს ისრაელი „ჰამასთან“ ომის ნაკლებად ინტენსიურ ფაზაზე, ბაიდენმა უპასუხა, რომ გაერო-ში ამ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„ჩვენ ახლა გაერო-ში ვსაუბრობთ რეზოლუციის კონტურებზე. რეზოლუციის, რომელზედაც შეიძლება შევთანხმდეთ. მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება. სიამოვნებით გაგესაუბრებით დასრულების შემდეგ“, – განაცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბარში.
შეგახსენებთ, გაერო-ს უშიშროების საბჭოში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუციაზე კენჭისყრა კიდევ ერთხელ, დღეისთვის გადაიდო.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა