მარიამ რატიანის ოჯახი ერთ-ერთი იმათგანია, რომელიც სისხლიანმა ნაცრეჟიმმა დაატერორა, ქონება წაართვა და ბოლომდე გააუბედურა, ჯალათების ადგილი საჯარო სივრცეში არ უნდა იყოს

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მსხვერპლის, „იბისის“ სუპერმარკეტების ქსელის თანადამფუძნებლის მარიამ რატიანის ეპიზოდს ეხმიანება.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, მარიამ რატიანის დღევანდელი ეპიზოდი იყო ათასობით მსგავსი შემთხვევის კრებსითი სახე – ასობით ათასობით დანგრეული ოჯახი, შერყეული ჯანმრთელობა და ფსიქიკა, უამრავი სუიციდის შემთხვევა, ციხიდან ე.წ. “გათავისუფლების” შემდეგ.
„საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის დღევანდელ უმძიმეს სხდომაზე მარიკა რატიანის დღევანდელი ეპიზოდი იყო ათასობით მსგავსი შემთხვევის კრებსითი სახე. სწორედ ამას ჰქვია მენტალობის გენოციდი, ქართველობის წინააღმდეგ გამოცხადებული ომი, ქართული სილამაზის, ქართული ოჯახის, ქართული ნიჭის, ქართველი შვილების წინააღმდეგ გამოცხადებული დაუნდობელი და უსასტიკესი ბრძოლა. ასობით ათასობით დანგრეული ოჯახი, შერყეული ჯანმრთელობა და ფსიქიკა, უამრავი სუიციდის შემთხვევა, ციხიდან ე.წ. “გათავისუფლების” შემდეგ – სწორედ ეს იყო იმ საკონცენტრაციო ბანაკის ჯალათების მიზანი. და არა მარტო იყო – არის. იმ ურჩხულის წიწილების, იმ ნორჩი ფაშისტების სახით, ვისაც დღესაც სწყურია ჩვენი სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ფსიქიკა. ვინც დღესაც მოქმედებს მარტივი პრინციპით – “ეს ქვეყანა ვერასდროს გახდება ჩემი სამშობლო და ვერც თქვენ გაგახარებთ, ვინც სამშობლოდ აღიქვამს ამ მიწა-წყალს”. დღეს ერისა და ქვეყნის გადარჩენის ფორმულა, როგორც არასდროს მარტივია – ან ესენი, ან ჩვენ!“, – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს