ჩინეთი ფილიპინებს აფრთხილებს, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში დაძაბულობა დიალოგის გზით მოაგვარონ

ჩინეთი ფილიპინებს აფრთხილებს, რომ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში დაძაბულობა დიალოგის გზით მოაგვარონ, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იიმ განაცხადა.
„ჩინეთ-ფილიპინების ურთიერთობები გზაჯვარედინზეა. ახლა უმთავრესი პრიორიტეტი არსებული საზღვაო სიტუაციის სწორად მართვა და კონტროლია“, – განაცხადა ვანგ იიმ.
ფილიპინების საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობით, ჩინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას, ორივე მხარემ სადავო საკითხის დიალოგის გზით გადაწყვეტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
ცნობისთვის, პეკინსა და მანილას შორის ურთიერთობები ბოლო თვეების განმავლობაში მკვეთრად გაუარესდა, მას შემდეგ, რაც ფილიპინებმა ჩინეთი მის გემებზე თავდასხმაში დაადანაშაულა.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა